ეძღვნება ყველას, ვისაც მეორე შანსი სჭრირდება. როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნების საინფორმაციო გამოშვებები, ერთხმად გადმოსცემენ უცნაურ ცნობებს, იმის შესახებ, რომ ქალაქების ქუჩებში პოულობენ და აპატიმრებენ უსაბუთო ახალგაზრდებს. ისინი არიან სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, მაგრამ ყველას ერთ სტილზე აცვია: ღია ნაცრისფერი ლაბადა, პერანგი, შარვალი და ამავე ფერის ფეხსაცმელები. ეს ახალგაზრდები ვერც თავის ვინაობას ასახელებენ და ვერც საცხოვრებელ ადგილს უთითებენ სამართალდამცველებს.
ზოგი "ექსპერტი" ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს რაიმე დივერსიასთან, სხვები ამას რაღაც ახალი ნარკოტიკის ზეგავლენით ხსნიან. ზოგნიც ახალი სექტის, ძალიან საშიში სექტის შექმნის ფაქტს ამტკიცებენ თავგამოდებით.
თითოეული ასეთი ახალგაზრდა ვისი დაკავებაც მოხერხდა, მხოლოდ ერთ ჩვენებას იძლევა - ჩვენ შანსი მოგვეცა და ჩვენც აქ ვართ.
ერთი სიტყვით უამრავი ერთმანეთზე აბსურდული ვერსია გაჩნდა და მუსირებს მსოფლიო მედიის მხრიდან ამ უცნაური ახალგაზრდების წარმომავლობის და მიზნების შესახებ და არავინ იცის, ამ ყველაფრის რეალური, კიდევ უფრო საოცარი მიზეზი.