იტვირთება...

გამოსვლა EXODUS

მიხეილ ჩარკვიანი

185 ნახვა
5
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„გამოსვლა“ წიგნად პირველად გამოიცემა. ზეპირი ისტორიები, რომლებიც დოკუმენტურ სპექტაკლებად იქცა, 2022 წელს, „ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში“, რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა დადგა. 10 დღის განმავლობაში წარმოდგენილი თითოეული სპექტაკლი უნიკალური იყო და აღარასდროს განმეორებულა. პროექტი ასამდე ისტორიას მოიცავდა, რომლიდანაც 40-ზე მეტი, წიგნში შევიდა. საქართველოს მოქალაქეების მიერ მოყოლილი პირადი ამბები 1990-2000-იანი წლების იმ გარდამტეხ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს ეხება, რომლებიც ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ მოხდა და რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს თანამედროვე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ფორმირება. წიგნში აღწერილი, ტრავმად ქცეული და თაობიდან თაობას გადაცემული ცვლილებები, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს და მათ გამოცდილებას აღწერს, არამედ ქვეყნის უახლოეს წარსულს და შესაბამისად, აწმყოსაც. ამ ტექსტებში მკითხველი საქართველოს ისტორიის ისეთ საკვანძო ეპიზოდებს გაიხსენებს, როგორიცაა 1989 წლის და 1991 წლის 9 აპრილი, აფხაზეთის, სამოქალაქო და აგვისტოს ომები, „ვარდების რევოლუცია“, 26 მაისის და 5 ივლისის დარბეული დემონსტრაციები. აქვე გაიზიარებს ადამიანების ემიგრაციით, დარღვეული შრომითი უფლებებით, სამშობლოში დევნილობით, ახლობლების და საკუთარი თავის დაკარგვით მიღებულ მტკივნეულ გამოცდილებასაც. „გამოსვლა“ წყვეტილი ნარატივია, დროდადრო ფრაგმენტული, ხანდახან დაუსრულებელი, უმეტესწილად დამზაფვრელი, თუმცა ამ დოკუმენტურ პროზაულ კრებულში მკითხველი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, მომავლის რწმენას იპოვის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-7032-3
სათაური:
გამოსვლა EXODUS
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
180
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
185
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [6]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]