ნაწილი I გაცნობა ბავშვობაში საკმაოდ წყნარი ვინმე ვიყავი.
ჩუმი, ეგრედ წოდებული მუდო, ზედმეტად ხმას რო არ ვიღებდი და თუ ვიღებდი იმდენად ჩუმად, იმდენად ჩუმად რო ხმის ვიბრაცია სადღაცას ჰაერში უგზოუკვლოდ იკარგებოდა.
ამის გამო სკოლაში ხშირად დამცინოდნენ, თითქოს შუბლზე ან ზურგზე, დიდი წითელი ასოებით მეწერა "აბუჩად ასაგდები".
სწავლითაც ვერ ვიტყვი რომ გამოვრიჩეოდი, მაგრამ შვიდზე დაბალი ნიშანი, ერთხელაც არ მიმიღია, რის გამოც ხშირად გაიგონებდი ჩემ მიმართულებით ნასროლ "გონება რომ გაანძრიო, უფრო მეტს შეძლებ".
ალბათ მართლაც შევძლებდი, აბუჩად აგდებიდან გამომდინარე თანდაყოლილი სიზარმაცე რო არ გაბატონებულიყო ჩემზედ, მაგრამ ნიშნები სრულიად არ იყო მნიშვნელოვანი რამ ჩემთვის.
არ მესმოდა იმ კლასელების რომლებიც ნიშნის გამო იწუხებდნენ თავს და სწავლობდნენ, ზოგადი ერუდიციის მიღების ნაცვლად.
რამდენი ისტორია მახსოვს როდესაც უბრალო ნიშნის გამო კლასელებს ჩხუბი წამოეწყოთ ერთმანეთში თუ მასწავლებელთან, ერთგვარი უსამართლობის დასაფიქსირებლად, რის მსხვერპლადაც ისახავდნენ თავებს.
რეალობა კი ის იყო რომ არცერთი მათგანი არ იყო მსხვერპლი უსამართლობისა და ყველა ჭამდა იმას, რასაც თავად თესავდნენ თავიანთი უხემსი თუ უვიცი საქციელით.
მეტს ვიტყვი, თუ ჩემ კლასელებს უკვე მერვე კლასში სიგარეტის მომწამვლავი კვამლი დაეგემოვნებინათ, მე ჯერ კიდე ლამის დედის რძით ვიკვებებოდი.
თუ ჩემი კლასელები შატალოზე მიდიოდნენ, მე ვით დაპროგრამებული, ჩემ გაწერილი პატერნის მიხედვით ჩვეულებრივ დავდიოდი სკოლაში და მის იქეთ არსად გავმცდარვარ, ყოველი დღის რუტინად ქცევით.
ახალი ლექსიკონი რომ მოვიხმარო და ერთი სიტყვით რომ ვთქვა, "ნერდი" ვიყავი კლასელების თვალში, რომელიც ერთ დღესაც შვიდი სამოცდა ორი კალიბრით მივიდოდა სკოლაში.
აი ასე შმიძლია აგიღწეროთ ჩემი სკოლის მოღვაწეობა, მაგრამ
არ იფიქროთ რომ მეგობრები სრულიად არ მყავდა.
პირიქით ისეთები მყავდნენ რომ მთელი სკოლის ბავშვები რო აგეღო, იმ სამიდან ერთსაც კი არ გაუტოლდებოდნენ და როგორც ცა და მიწა, იმხელა დისტანციით იდგებოდნენ ერთმანეთის მოპირდაპირედ.
მართალია შემდგომ ურთიერთობა მე გავიფუჭე მათთან, ისევე როგორც ნიშნები სკოლაში, მაგრამ არც ერთ წამს არ ვნანობ რაც მათთან გამეტარებინა.
მეტი რაც შემიძლია მათზე მოგიყვეთ ეს არის ის რომ უბნელები იყვნენ.
ერთმანეთის მაღლა სართულებზე ვცხოვრობდით, რის გამოც კორპუსის სამივე სართული აგვეწიოკებინა.
ტყუპები მეოთხეზე, მე მეხუთეზე და კიდევ ერთი მეექვსეზე.
სართულების გამო, ჩვენ ვითო დაჯგუფებას "4.5.6_ს" ვუწოდებდით.
მთელ ჩვენ უბანში და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე აქა-იქ უეჭველად მოჰკრავდი თვალს ჩვენ ნაიოინარ გრაფიტებს, ჩვენი საძმოს ტერიტორია რო შემოგვესაზღვრა, ნახსენები ციფრების დატოვებით.
მეგობრებთან უკვე სულ სხვა ვინმე ვიყავი.
კლასელს რო ვენახე, იფიქრებდა, სკოლის მერე ყოველდღიურად
ბალხს უბახუნებსო, იმდენად გიჟს ვგავდი ხოლმე, ლამის ყველაფერ სიგჟეზე რო ვიყავი წამსვლელი, სათავეში თუ არ ვედექი.
რას იზავ, ასეთია ბავშვობა, დაჩაგრული და თან ბედნიერი.
მაგრამ აღზრდა?
ზრდილობა და თავშეკავება, მაინც მუდმივი თანამგზავრი იყო, ვინმე მეხუთედ შემოჭრილი ჩვენს საძმოში.
ძმაკაცებიც სულ მსაყვედურობდნენ ამ ჩემი ყოველდღიური, პერიოდურ გლოვის გამო.
თუ გჭირს რამეო თქვიო და თუ სიმშვიდე გაქვსო - შევწყვიტეო ასე უხასიათოდ ბოდიალიო.
მე უბრალოდ თავს ვუქნევდი, არც კის ვიძახდი და არც არას.
მშობლების ბრალად მიმაჩნია ეს.
მათი აღზრდის მეთოდიკითა და ნათქვამი სიტყვებით გამოწვეული.
აქაც შემიძლია მხოლოდ ერთი ბარბარიზმული სიტყვით შემოვიფარგლო - ბუმერები, ხოლო უფრო ფართო სიტყვებით რო შემოვიფარგლო - მკაცრები, სკეპტიკური, ძველმოდური, კონსერვატორიული თუ პრორუსული აზროვნების მტარებლები არიან, ვისი თვალთახედვით უფროსი გინდ იყოს მართალი და გინდ არა - მაინც მართალია.
უკეთ იცის და ჩვენ, ახალგაზრდები, არაფრის გარტყმაში არ ვართ დედამიწის ზურგზე.
აღზრდითაც შესაფერისად მზრდიდნენ.
მეტი რა?
ნუ, ყურადღება ყოველთვის მაკლდა მათ მხრიდან.
მუდმივად მუშაობდნენ, სამსახურის მერე სულ ისვენებდნენ და ასე შემდეგ.
ხშირად უაზროდ მსაყვედურობდნენ, უაზროდ მსჯიდნენ და უაზროდ მატირებდნენ.
ტირილით რა თქმა უნდა მათ თვალებს უკან ვტირობდი, რათა არ ენახათ ცრემლები, ვინაიდან კიდევ უფრო არ გამემწარებინა ისენი.
მიუხედავად ყველაფრისა, მათთმა აღზრდამ და ხასიათმა ის
შედეგი დადო რომ ყოველი უცხო ადამიანი ვისთანაც დამჭირვებია საქმის დაჭერა, მათ უხდიდნენ მადლობას რო ასეთი კარგი,
კეთილი და ზრდილობიანი ბავშვი აღზარდეს და მე, რომ
უბრალოდ ვუჯერებდი მათ.
ჭკუასაც მარიგებდნენ რო მომესმინა მათთვის.
მოკლედ ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია როდესაც ვინმე ბებოს დაეხმარები და მადლობის შემდეგ ნოტაციის კითხვას გიწყებს, ჭკუის დარიგებასთან ერთად.
მეც შესაფერისი დამოკიდებულება გამიჩნდა მშობლების მიმართ.
მიყვარდა და მიყვარს კიდევაც ისენი, მიუხედავად იმისა რომ ამდენი