იტვირთება...

ქალის და მამაკაცის ექსტრაორდინალური ისტორიები

ოთო თელია

2015 წელი | Lebowski Publishing
8,810 ნახვა
3.9
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კრებული შედგება რვა ნოველისგან, რომელიც აღწერს ქალის და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობებს. ისტორიები რეალურ მოვლენებზეა აგებული და ნაწილობრივ გამდიდრებულია ავტორის ფანტაზიებით და სიზმრებით. პერსონაჟები კი რეალური ადამიანები არიან. ექვსი ქალბატონი იქცა თავის დროზე ავტორის მუზად, რომლებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შექმნა კიდეც ეს ნაწარმოები. მოვლენები ვითარდება, როგორც მშვიდობიან დროში, ასევე პოსტაპოკალიფტურ ხანაში და სიზმარში. რომანტიული ეპიზოდების გარდა, ნოველები შეიცავენ მცირე დოზით სურეალისტურ, დრამატულ და თრილერის მაგვარ ელემენტებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ექვსი სხვადასხვა ქალის სასიყვარულო ისტორია ასახული რვა ნოველაში. პირველ მათგანში („დიანას არჩევანი“) მოთხრობილია ამბავი დიანას შესახებ, რომელიც სტუდენტობის პერიოდში ორ მის თანაკურსელს უყვარდა. იგი ერთ-ერთ მათგანთან შექმნის ძალიან ლამაზ ოჯახს, მაგრამ 25 წლის შემდეგ მის ცხოვრებაში ადგილი აქვს დიდ ტკივილს. სრულიად მოულოდნელად მისი მეუღლე იმ ქვეყნად გაემგზავრება. ზუსტად ამ დროს, ასევე სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება მისი მეორე, დიდი ხნის წინანდელი თაყვანისმცემელი, რომელიც 25 წელი არ ჰყავდა ნანახი.შემდეგ ხდება საოცარი რამ. დიანა წარსულში ბრუნდება და 25 წლით გაახალგაზრდავდება, რაც მას იმის საშუალებას აძლევს, რომ შეცვალოს ან არ შეცვალოს საკუთარი მომავალი. მეორე ნოველაში („მისტიური ტბა“), დედამიწაზე მომხდარი უცნაური მოვლენის გამო, ადამიანები დიდი ხნით დაიძინებენ, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი გაიღვიძებს. დანი მის საყვარელ მისტიურ ტბაზე, სადაც წარსულში ხშირად დადიოდა, იმ გოგოს იპოვის, რომელიც საოცრად მოწონდა, მაგრამ მისი გაცნობის შესაძლებლობა თავის დროზე არ მიეცა. ირკვევა, რომ ხანგრძლივი ძილის პერიოდში დედამიწაზე ახალი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც თავიანთ თავს ტბის შვილებს ეძახიან. დანი აუცილებლად გასავლელ გზას გაივლის, რომლის დროსაც დიდ ცდუნებას გაუძლებს და საყვარელ ქალთან და ტბის შვილებთან გაერთიანდება. „ცხოვრება ცხოვრებისთვის“ - ასე ქვია მესამე ნოველას, სადაც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ ქალს და მამაკაცს, უცნაური რამ შეემთხვევათ. ისინი ერთიდაიგივე დროს ერთიდაიგივე სიზმარს ნახავენ, რომელშიცერთ-ერთ მათგანს იმედი აქვს გადაწურული, რომ საყვარელ ადამიანს კვლავ იხილავს ცხადში, ხოლო მეორე მათგანი გაბრიელ მთავარანგელოზის გადაწყვეტილებას ელის, რომ დედამიწაზე დაბრუნდეს და შეყვარებულს დარდი და ტკივილი მოაშოროს. „ედი ნეში“ არის ამბავი, რომელიც პოსტაპოკალიპტურ ხანაში ვითარდება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განადგურდა და დედამიწას მღვდლები დაეპატრონენ, რომლებმაც ინკვიზიცია დაამკვიდრეს. მათ დაუპირისპირდებიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც წარმოუდგენელ იარაღს შექმნიან. ედი ნეში საბოლოოდ გადაუწურავს საკუთარ თავს იმედს, რომ ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდეს და გადაწყვეტს სასტიკ სისტემას შეებრძოლოს. თუმცა ქალი, რომელიც თავის დროზე მეცნიერობაზე ოცნებობდა, მის მოძებნას გადაწყვეტს და მიზანს მიაღწევს, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდება, რომ მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. მეხუთე ნოველაში („ხანგრძლივი დამშვიდობება“) აღწერილია რომანტიული და სახალისო ამბავი, რომელიც მცირე დოზით თრილერის ელემენტს შეიცავს. მოულოდნელი შემთხვევის წყალობით, ქალი და მამაკაცი ოკეანისპირას გაიცნობენ ერთმანეთს, სადაც ხშირად დადიოდნენ, მაგრამ მანამდე ვერასდროს შეხვდნენ, რადგან ყოველთვის დღის სხვადასხვა მონაკვეთში სტუმრობდნენ იმ ადგილს. ბენ ადამსის მიერ მოწყობილი პატარა სპექტაკლი კინაღამ საფრთხის წინაშე დააყენებს მათ შემდგომ ურთიერთობას, მაგრამ ერთი ნახვით გაჩენილი გრძნობა ყველაფერს გადაწონის და ურთიერთსიმპათიას დიდ სიყვარულში გადაზრდის. „სიყვარულის თემა“ - ერთმანეთში არეული წარსული და მომავალი დრო. ერთ დროს ბობოქარი მეგაპოლისი, რომელიც შორეულ წარსულში „გოთემ სითი“-ს მეტსახელით იყო ცნობილი - ჩაბნელდება. იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი დეპრესიამ და უიმედობამ მოიცვა. ამ დროს ქალაქში გამოჩნდება წარმოუდგენლად ლამაზი და საიდუმლოებით მოცული ქალი, რომელიც სავარაუდოდ, შურისძიებაზე ფიქრობს, მაგრამ ქეთრინი, ჯეკთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ, გულის კარნახს დაემორჩილება და წარსულის სრულად წაშლას გადაწყვეტს. ამ ამბავს ტრაგიკული ფინალის გარდა გააჩნია ალტერნატიული „ჰეფი ენდ.” „შეკრული წრე“ -ისტორია, რომელშიც მამაკაცი დილემის წინაშე დგას.ბრძოლა გონებასა და გულს შორის. მხსნელად მას უნიკალური ქალი მოევლინება, რომლის წარმომავლობაც უცნობია. აგრეთვე, ამ ნოველაში მოკლედ არის მოთხრობილი სამყაროს შექმნის და ადამიანების სულიერი მამის დაბადების ამბავი. „პარსონის ქვრივი“ გადმოსცემს ამბავს სამი მეგობრის შესახებ, რომლებიც დროში მოგზაურობენ და სხვადასხვა ადამიანების და პერსონაჟების ცხოვრებას განიცდიან. ქმნიან ლიტერატურულ და ფერწერულ შედევრებს და აცოცხლებენ თავიანთ სიზმრებს და ფანტაზიებს. ერთ-ერთი ძლიერი გამაბრუებელი საშუალების ზემოქმედების დროს კი შემქმნელთან პერსონალურ ვიზიტსაც კი გამოჰკრავენ ხელს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ქალის და მამაკაცის ექსტრაორდინალური ისტორიები
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
119
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
8810
რეიტინგი:
3,9
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
3.9
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [3]