I
Strings in the earth and air Make music sweet;
Strings by the river where The willows meet.
There’s music along the river For Love wanders there,
Pale flowers on his mantle, Dark leaves on his hair.
All softly playing, With head to the music bent,
And fingers straying Upon an instrument.
არის სიმები ცისა და მიწის,
ტკბილ მუსიკად რომ ჟღერენ;
სადაც ტირიფი შეხვდება ტირიფს
და მოჩუხჩუხებს ღელე.
დახეტიალობს მუსიკა წყალთან
და ტრფობის გამო გოდებს,
მიმქრალ ყვავილებს შეამჩნევ მხართან,
თმებზე კი მიმჭკნარ ფოთლებს.
ჩუმად უკრავენ, გრძნობებს მთლიანად
მუსიკის ჰანგი იტევს,
და ინსტრუმენტზე მოხეტიალეთ
გზა არევიათ თითებს.