იტვირთება...

ოსტატი ედერი და მისი პუმუკელი ტომი I

ელის კაუტი

2009 წელი | იბისი
3,543 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მსოფლიოში ყველა ბავშვის უსაყვარლესი გმირი, ოინბაზი პუმუკელის თავგადასავალი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ვინ არის პუმუკელი? იგი, როგორც გითხარით, პაწაწინა არსებაა, ადამიანის მსგავსი, რომელიც კობოლდების გვარისაა. კობოლდები კი, გერმანული მითოლოგიის მიხედვით, სახლის კეთილი სულები, ფუძის ანგელოზები არიან. ძველად მეზღვაურები ათას უჩვეულო ამბებსა ჰყვებოდნენ მათზე, თუ როგორ მოგზაურობდნენ დიდი აფრიანი გემებით მათთან ერთად გაშლილ ზღვებში, როგორ უქარვებდნენ სევდასა და დაღლილობას, როგორ დარაჯობდნენ მათ, რომ არავის დაეფრთხო ლამაზსიზმრებიანი ძილი, როგორ ზრუნავდნენ ყოველ ჭანჭიკზე, რომ წესრიგში ყოფილიყო და მძვინვარე ტალღებს თამამად შეხვედროდნენ. სხვა ბევრ რამესაც ჰყვებოდნენ ამ მოუსვენარ კაცუნაზე. ელიას კაუტმა კი გადაწყვიტა იგი უფრო ახლოს გაეცნო და ამიტომაც აკიდოსავით შეკრა მისი ამბები და საოცრად მხიარული წიგნი დაწერა. მისი თავგადასავლები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რადგან თხრობა ექსპრესიულია, ციცქნა პუმუკელი სულ ახალ-ახალ გასართობებს იგონებს და მუდმივად რაღაც ხათაბალაში ეხვევა. ამ უხილავ არსებას მწერალი ნელ-ნელა უფრო `აადამიანურებს~_ მასაც სცივა და სცხელა, ისიც ბრაზობს, ჭირვეულობს და უხარია, მასაც შია და სწყურია, მასაც უყვარს და წუხს დაკარგულზე. მასაც სიამოვნებს შექება და ანაღვლიანებს დატუქსვა. მწერალი არაჩვეულებრივად ხატავს პუმუკელის აღტაცებას თოვლით, მან პირველად ნახა ციდან მოფარფატე ულამაზესი ფიფქები, სპეტაკმა სითეთრემ აღტაცებაში მოიყვანა, თუმცა სიცივემაც შეაწუხა და გადაწყვიტა ზამთარი სახლში, ბუხართან შემოეტანა. პაწაწინა ყუთით ეზიდებოდა ოთახში თოვლს. აი, როგორ მოგვითხრობს ამ ამბავს მწერალი: `ბუხართან ერთი ყუთი იდგა, მაშინვე იმ ყუთს დაავლო ხელი და გარეთ გააცურა. აავსო ყუთი თოვლით, შიგნით, ღუმელთან შემოაცურა, დაცალა და ისევ გარეთ გავიდა, რომ კიდევ აევსო. როცა უკან დაბრუნდა, თვალებგაფართოებული აქეთ-იქით იყურებოდა. პუმუკელის თავგადასავალს დასასრული არა აქვს. წიგნის წაკითხვის შემდეგ პატარის წარმოსახვაში სახლდება და დაუწერელ ფათერაკებს ახლა უკვე მკითხველთან ერთად გადაეყრება. დიდებს კი, რომელთაც ცხოვრება ოცნებას უფერმკრთალებს და რეალობას აჯაჭვავს, უნდა სჯეროდეთ, რომ უხილავი არსებები მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან, როცა მათ არსებობას დაიჯერებენ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9081-0-1
სათაური:
ოსტატი ედერი და მისი პუმუკელი ტომი I
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2009
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
მაია მირიანაშვილი
გვერდები:
120
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
3543
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]