რეისი ლონდონი-ზუზუმბო
-აბა ეხლა ესა მეტრაკე არ არიი?
-აქა მაგათ გეებს ეძახიან, სირო!
-რას მიყურებს ეე?! ე, დედა მოტყნილი!
-მოეწონე.
-სწორეთ როგუ არი, მოტყნული თუ მოტყნილი, ხაჰ?
-მგონი, მართლა მოეწონე, ხო იცი შენა.
-თავ-ყბა არ მიმანგრეინოს, პიდარასტი ეგა.
დილის შვიდი საათი იყო. მეტროს ვაგონში თერთმეტი სხვადასხვა წარმოშობის ყვითელკანიანი, ოცდასამი სხვადასხვა წარმოშობის შავკანიანი, ძალიან ლამაზი სერბი ქალი და ერთი ძალიან ლამაზი რუსი კაცი იყო. რუსი მართლა ჰომოსექსუალისტი იყო და ტანით გრძნობდა, რა ენერგია ჰქონდა მის წინ მჯდომ გაუპარსავ, შავგვრემან მამაკაცს, მაგრამ აბა რას შებედავდა. რუსი ხომ კავკასიას და კავკასიელებს კარგად ცნობდა და იცოდა, რას გადაიკიდებდა, ეხლა რომ მისთვის რაიმე ეგრძნობინებინა, მაგრამ დროდადრო მაინც გაურბოდა თვალი.
-რას მიცქერის ეე?!
-ეტყობა, შენც ეგეთი ჰგონიხარ, ჰეეე! -დასცინა ერთმა მეორეს.
-უნა ვცემო!
-დაგვიჭერენ და გაგვაჯმეინებენ ეგრევე ზუზუმბოზე.
-ბჯოო, სწორი რომელია, პიდარასტი, პედარასტი თუ პედერასტი?
ლონდონის მეტროს, ბრიტანული ბაბილონის, ვაგონები გარეუბნიდან ცენტრისკენ მიქროდა. ათას სხვადასხვა ჯურის არალეგალებსა თუ ლეგალებს შორის ორი არალეგალი ქართველი იჯდა. შავგვრემანი კახელი იყო, მატანშიც ჰქონდა დიდი სოფლური სახლი და თელავშიც, თელავში ზუზუმბოზე ცხოვრობდა, მევლუდა ერქვა. მეორე არჩილა იყო, ისიც თელავში ცხოვრობდა -ისიც ზუზუმბოზე. თუში იყო, წითური დაჰკრავდა სახეზეც და თმაზეც. სახლი მთაშიც ჰქონდა, თუშეთში. მთის სოფელს დოჭუ ერქვა, ალპურ ზონაში იყო ორი მეზობელი მთის ფერდზე გაშენებული. ერთ ფერდზე გაშენებულ უბანს ჯარაისკარი ერქვა, მეორეზე -კრუისკარი, შუაში პატარა ხევი ყოფდა და ღელეც ჩადიოდა. ორივე მხარეს სალოცავები იყო, წარმართულ-ქრისტიანული. კაცი ვერ გაიგებდა, სად მთავრდებოდა წარმართობა და სად იწყებოდა ქრისტიანობა. დღეობებზე სადღეგრძელოებში დოჭუს დიდი ქალაქებივით მოიხსენებდნენ, შუაში მდინარე რო ჩაუდისო, მაგალითად, როგორც ლონდონს ტემზა.
-ბჯოო, არჩიილ, თქვენებურად კუკი მართლა მუტელია? -იკითხა კახელმა და გაეცინა. ლამაზ რუს მამაკაცს კვლავ მისკენ გაურბოდა თვალი. კახელი კი სერბ ქალს მიშტერებოდა. ქალს მობეზრებოდა უტიფარი გამოხედვა, ზურგი შეექცია და ახლა მოტკეცილ ჯინსში გამობზეკილ საჯდომზე გრძნობდა მწველ კავკასიურ მზერას.
-მართლა.
-ბჯოო, რა მაგარია, ე! რამ დაგარქმეინათ?!
-მამა-პაპებმა.
-ემაი კუკს აულოკამდი? -მიუთითა ქალზე კახელმა.
-ბჯოო, მევლუუდ, მართლა გამოყლეებული ხარ, ხო, შენა? -ჰკითხა თუშმა და გაახსენდა, რომ უკვე მეხუთე თვეა, აქ არის და ქალთან არ ყოფილა. „ცუტუნაა დამაქორწინეეეს, არ ვიცოდ კუკის ამბავიიი!“ -გულში ჩაიღიღანა თუშური სიმღერა. სიმთვრალისას მღეროდა ხოლმე.
-მეე? -იკითხა კახელმა, მერე ქალს გახედა. -ეხლა ისე მინდა, ისე მინდა, აულოკამდი კი არა, ძვლებიანად შავჭამდი ხაშლამი ნაჭერივითა რაა, უუ დედა მოუა! -ხმამაღლა მოუვიდა და ვაგონში მყოფებმა ცერად შეხედეს. კახელმა შეამჩნია ყურადღება. არ მოეწონა. ერთ შავკანიანს დაადგა თვალი, -ეეე, რას მიყურებ ძღნეროო, -ზანგმა თვალი მოარიდა, -რა შავია ეე! პაპაჩემ მატანში რო დეენახა, ძაღლებ მიუქსევდა, დუპლი ჟაკანსაც დაუშვებდა კოჭებში და კაისაც მიუდედისპროჭებდა ზეიდანა. ხაშლამას არ შეშჭამდიი? -გადახედა თუშს.
თუშს კუჭი აეწვა. რამდენი ხანია, ხორცის წვნიანი არ უჭამია. ხორცის წვნიანი კი არა, დღეს დილით საერთოდ ვერ მოასწრო საუზმობა.
-დუპლი ჟაკანს არა იმას, ჩაიჯვამდა შიშით, პირველად რო დაინახე ამდენი, შენც ხო ჩაიჯვი, როგორ იყო? ბჯო, თავები რატო აქვთ მომწვრებიო? მერე ხელებიც რო დაუნახე, სუ გაგიჟდი არაა? ან ტელევიზორში არ გინახავს, ან კინოშიი?!
-ჰოო, რა იყო, პირველათა ვნახე ცოცხლადა და მა რაა... მე ეგრე კი არ მეგუნა შავათა, რავი კინოში რა არი? ექ კიდე ცოცხალია, ბჯოოო!! აბა, ემაი დახე ფითქინა როგოია? ეე, ჩასულა… -კახელმა აღმოაჩინა, რომ სერბი ქალი ჩასულიყო, -შეშჭამდი ხაშლამას და ზემოდან იმაი დააყოლებდი, გაფცქვნილი კიტრივითაა? ჰაჰ, თუ პირიქითა -ჯერ კიტრი და მერე ეგა.
-შენა, ბჯოო, შიგ ხო არა გაქ? ისე ლაპარაკობ, თითქო ზუზუმბოზე სუ ზედ გახტებოდნენ, იქაც ნძრევით კვდებოდი და აქ რა განსხვავებაა. ღამე ადე, მე რო არ დავინახო და ჩამოჰკარი და ამაისუნთქე.
-ვანძრევდი არა ისა, -დაიმორცხვა მევლუდამ, მერე შეტევაზე გადავიდა, -რა, შენ არაა? შენთვინ უფრო ცუდი არ არი, ცოლი გყაავ, მიჩვეული ხაარ.
-ორ გაჩერებაში უნდა ჩავიდეთ, -გააწყვეტინა არჩილამ, აღარ უნდოდა ოჯახის გახსენება.
ვაგონში სიხალვათე იყო, მატარებელი გაჩერდა. კახელი წამოხტა.
-ეხლა არა-მეთქი, შემდეგში.
რუსი ჰომოსექსუალისტი ჩადიოდა. კიდევ ერთხელ გამოაპარა კახელისკენ თვალი. კახელმა დაინახა, ყბა მოექცა. თავი ვერ შეიკავა და ხელი გაიქნია, ხმამაღლა დედა მიაგინა. რუსი ბაქანზე იყო გადასული, მოტრიალდა, კავკასიელს შუა თითი