ერთი შედევრის
თხუთმეტი ქართული თარგმანი რადიარდ კიპლინგის შედევრი „თუ“ პირველად მის კრებულში – „ჯილდოები და ფერიები“ – გამოჩნდა 1909 წელს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ლექსი შთამაგონებელი და მოტივირებულია. იგი შეიცავს მთელ რიგ ჭკუის დამრიგებლურ მოწოდებებსა და მაქსიმებს, რომლებმაც სწორი გეზი უნდა მისცეს ახალგაზრდას კაცად ჩამოყალიბებაში.
„თუ“ ქართულ ენაზე პირველად მურმან ლებანიძემ თარგმნა, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მაია ნათაძისა და კოტე ყუბანეიშვილის თარგმანებიც მოჰყვა. „ინტელექტის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად კი დამატებით თორმეტი თარგმანი შეირჩა და მკითხველს საშუალება აქვს, სრულად გაეცნოს ამ ლექსის ყველა ქართულ ვერსიას.