წინასიტყვაობა
„7 დღე ტიბეტში“ ერთ ღამეში დავამონტაჟე. მანამდე ორი SHORT-ვერსია მქონდა გაკეთებული, და მთლიანად კინო-მასალა ალბათ ერთი ასჯერ ნანახი. გოგის ტიბეტში ჩემი ჩაწერილი SOUND-ი მივეცი. გამოიყენა და 7 მუსიკალური კომპოზიცია დაწერა. შემდეგ ჩაწერა, რასაც თითქმის ორი თვე ყოველდღე ვუსმენდი და წარმოსახვაში კინოს ვამონტაჟებდი. ასე რომ, ფილმის მთლიანად დასამონტაჟებლად ბოლომდე მზად ვიყავი. ისე, თითქმის ყველაფერს ცაიტნოტში ვაკეთებ, რაც ალბათ ცუდია. ალბათ კი არა, ცუდია, თუ რა თქმა უნდა, სხვა პონტი არ გაქ. მეორე დღეს სხვა ქვეყანაში მივფრინავდი, სადაც ტიბეტზე ფილმით დამპატიჟეს. მეც ჩვევას „ვერ“ ვუღალატე და ფილმის დამონტაჟება ბოლო დღემდე „გადამედო“. მოკლედ, სამონტაჟოს საღამოს თერთმეტისთვის მივუჯექით წერტილა, გოგი და მე. დავამონტაჟეთ ერთი დღე. ვნახეთ. გადავედით მეორე დღეზე - გავაკეთეთ. ვნახეთ მეორე დღე, გადავედით მესამე დღეზე... მეშვიდეს რო მოვრჩით, გათენებული იყო. ცალ-ცალკე ყველა დღე ნანახი გვქონდა, ფილმი თავიდან ბოლომდე - არა. გამოვაღეთ ფანჯარა, ოთახი გავანიავეთ, დილა შემოვუშვით და დავსხედით ფილმის სანახავად. ამ დროს ოთახში შემოფრინდა ჩიტი და თაროზე სახით მონიტორისკენ დაჯდა. PLAY და პირველად ვნახეთ „7 დღე ტიბეტში“ ჩვენ სამმა და ამ ჩიტმა, ოღონდ ფრინველი, ფილმის ბოლოსკენ
ტიტრები რო დაიწერა, მაშინ გაფრინდა. THE END-ს აღარ დაელოდა.
ეხლა, ეს ამბავი რომ გამახსენდა, გავიფიქრე - ფრინველს, ფილმში წამის მეასედი „Fალში“ რო გაეჩითა, იმ წამს შეწყვეტდა ყურებას და გაფრინდებოდა. მისტერია შედგა.
გიო მგელაძე