ერთი შედევრის სამოცდაათი ქართული თარგმანი
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ლირიკული შედევრის, „მგზავრის ღამეული სიმღერის“
უამრავი თარგმანი არსებობს. სხვადასხვა თაობის არაერთმა ქართველმა პოეტმა თარგმნა იგი და სცადა დედნის სულისკვეთების გადმოცემა მშობლიური სიტყვის საშუალებით.
მონადირის სახლის ხის კედელზე მიწერილი ამ რვასტრიქონიანი ლექსის მკითხველს უნებურად წარმოუდგება ჩამავალი მზის სხივებში გახვეული, სიყვარულით შეძრული ახალგაზრდა მგზავრი, რომელიც სატრფოს ტკივილით წუხს და იმედოვნებს, რომ ტიურინგიის ტყის სუფთა, წყნარი და უშფოთველი გარემო ხელს შეუწყობს მის დამშვიდებას.
კრებულში თავი მოიყარა „მგზავრის ღამეული სიმღერის“
სამოცდაათმა ქართულმა ვერსიამ. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის დღემდე უცნობი თარგმანი, რომელიც გოეთეს შედევრის პირველ ქართულ თარგმანად შეიძლება მივიჩნიოთ.