წინათქმა ყველაფერი, რაც კი მოიპოვებოდა, შესახებ საბრალო ვერტერის ცხოვრებისა, გულმოდგინედ შევკრიბე და გიძღვნით თქვენ. ვიცი, რომ ამისათვის მადლიერი დამრჩებით, თქვენ არ მოაკლებთ თანაგრძნობას იმის გულსა და ხასიათს და მის ხვედრსაც ცრემლით განიკითხავთ.
შენ გულკეთილო მკითხველო, თუ მისებრ გრძნობ ცხოვრების სიმძიმეს, იმის წამებულ სიცოცხლეში მოიპოვე ნუგეში და ეს წიგნაკი გაიხადე მეგობრად, თუ კი, შენი უბედობით ანუ შენივე მიზეზით, სხვა უმჯობესი მეგობარი ვერ გიპოვნია.