***
„საფრთხის მოახლოებისას ადამიანის სულში მუდამ ორი ხმა ლაპარაკობს თანაბარი ძალით: ერთი მეტად გონივრულად ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა შეიგნოს საფრთხის რაობა და მოიფიქროს მისგან გადარჩენის საშუალებანი. მეორე უფრო გონივრულად ლაპარაკობს, რომ მეტად საძნელო და მტანჯველია საფრთხეზე ფიქრი მაშინ, როცა ყველაფრის განჭვრეტა და საქმის საერთო მსვლელობისთვის თავის დაღწევა ადამიანს არ ძალუძს, და ამიტომ სჯობს თვალი მოარიდო ძნელ ყოფას, სანამ იგი არ დამდგარა, და სასიამოვნოზე იფიქრო (არისტო ჭუმბაძის თარგმანი)“.
ლევ ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“
„მომდევნო ეპოქის არცერთ მწერალს აღარ განუზრახავს იმ წყაროების შესწავლა და მათი შეპირისპირება, რათა თანმიმდევრულად აღედგინა მოვლენათა ჯაჭვი – ამ შავი ჭირის ისტორია (ნუნუ გელაძისა და მანანა ტოფაძის თარგმანი)“.
ალესანდრო მანძონი, „დანიშნულნი“