წინასიტყვაობა
„ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდან – სინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: დავუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნარი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინვას, არამედ დავუფიქრდეთ – უფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავსახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი“.
პლატონი, „სახელმწიფო“