ზამთარია, ჰო. იწყებს თოვას და ტკბება თანდათან: ყოველ ღამე იღვიძებს თოვლი და კიდევ უფრო ჩამოამძიმებს ხეებს, კიდევ უფრო ჩაიზნიქება სახურავები, ამოივსება წინა დღეს გაკვალული ბილიკები. პაპაჩემი ადრე იღვიძებს, ყველაზე ადრე, უთენია, ბებიაჩემის მოქსოვილ შალის ხელთათანებს იცვამს და გარეთ გადის.