ღამდებოდა და ვფიქრობდი, რომ არც ისე ცუდია ცხოვრება.
ღამეები ყოველთვის გრძელია, ზამთარ-ზაფხულ გრძელი ღამეები იცის მთაში. და ღამით ყველაფერი თავის თავს ემსგავსება: სახლები, ეზოები, ხეები, მინდვრები, ტყე, და მდინარე.
მდინარე - ღამეების მთავარი მუსიკა, ზაფხულობით ჭრიჭინების თანამღერით.
და მე. მე ღამღამობით ვიზრდები და ვემსგავსები ჩემს თავს.