წინასიტყვაობა მამაჩემისგან იმდენი სიკეთე ვნახე, იმდენ მადლიერ ადამიანს შევხვდი, რომ ამაზე დიდ ჯილდოს ვერ ვინატრებ
გული ვარლამის ძე ცეკვავა
საქართველოში დიდ საშვილიშვილო საქმეს ჩაეყარა საფუძველი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნიტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლიდან ქ. თბილისში სამების ლავრაში დაილოცა და ფუნქციონირებს თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გვარი და გვარიშვილობა", რომლის მიზანია საქართველოში გავრცელებულ გვარიშვილთა გაცნობა, დაკავშირება, დამეგობრება; საკუთარი გვარის წარმოშობის და გენეზისის დადგენა.
ამ მიზნით უკვე დაილოცა და ეკურთხა უამრავი გვარის ადამიანი, ცეკვავათა წარმომადგენელმა ბატონმა ვარლამ გულის ძე ცეკვავამ მოძებნა თანამოგვარეები; საგვარეულოს წინამძღოლად არჩეულ იქნა ბატონი ტარიელ ტარასის ძე ცეკვავა; წინამძღოლის მოადგილედ - ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარლამ გულის ძე ცეკვავა, საგვარეულო აქტივის წევრებად: მალხაზ ოთარის ძე ცეკვავა, დავით ზურაბის ძე ცეკვავა, ლევან ნუგზარის ძე ცეკვაშვილი, მდივნად - ლია ომარის ასული ცეკვავა. დაისახა საგვარეულოს სამუშაო გეგმა. დაადგინეს, რომ ყოველი თვის ბოლო შაბათს, დღის სამ საათზე სამების ლავრაში შეიკრიბოს საგვარეულოს კავშირის წევრები საგვარეულოსთვის საჭირო საკითხების გადასაჭრელად. ჩატარდა დალოცვა-კურთხევისთვის საჭირო სამუშაოები. დაიწერა წმიდა გიორგის ხატი. ხატმწერია ლაშა ცეკვაშვილი. (ხატზე გამოსახულია დიდგორის ბრძოლის მომენტი მეფე დავით აღმაშენებლის მეთაურობით. წმიდა გიორგი შავი ხვეული თმებით, მრგვალი სახით, წითელი პერანგით, მუქი ქვედა ბოლოთი, შუბით ხელში შემჯდარია ცხენზე. ძირს გდია განგმირული გველეშაპი, მეომრებს შორის ბრძოლის ველზე მოჩანს მხედართმთავარი დავით აღმაშენებელი. შეიქმნა საგვარეულოს დროშა, მასზე აღბეჭდილია წმიდა გიორგის ხატი და მარიამ ღვთისმშობლის კვართი.) საგვარეულოს დროშა შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2012 წლის 15 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში დალოცა ცეკვავათა და ცეკვაშვილთა საგვარეულო, უსურვა მათ გამრავლება და გაძლიერება.
ცეკვავების და ცეკვაშვილების გვარის ადამიანების მოსაძებნად, მათზე მონაცემების შესაკრებად გამოვიყენეთ კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები (ელ. ფოსტა, საიტი, კომპიუტერი და სხვა), შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმების საარქივო და ხელნაწერთა ინსტიტუტის მასალები, პირადი კონტაქტები, გამოკითხვა უშუალოდ ტელეფონით სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან.
მეგრული გვარების წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა აზრი. ერთი აზრით გვარები გაჩნდა მე-15 საუკუნიდან, ხოლო მისი დარეგისტრირება საეკლესიო და საერო წიგნებში უფრო გვიან მე-18 საუკუნიდან გავრცელდა. ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წიგნებში აღინიშნებოდა დაბადების, ნათლობის, თავდებად, მიმრქმელად, ქორწინების მოწმედ ყოფნის, გარდაცვალების შესახებ ცნობები.
მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე 1881 წელს აღნიშნავდა "ქართლის ცხოვრებაში" - "ყოველი კაცისათვის დიდად სასურველ არს, რომ იცოდეს ნამდვილი ისტორიით თავის გვარისტომის შთამომავლობა, თუ ვინ იყო მისი წინაპარი მამამთავარი? სად ცხოვრობდა, რა ენაზე საუბრობდა, რა შედეგი მიეცა მის შთამომავალთ? ვინ ჰყავდათ გმირები თუ მეფეები? რა სარწმუნოებამ დააჯილდოვა ისინი? ვისთან? როგორ? ან რანაირი მდგომარეობით მიიღეს წარსამატებელი და როგორ ცხოვრობდნენ ქვეყანაზედ?!"
ჩვენ მიზნად დავისახეთ, ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციები ჩვენი საგვარეულოს შესახებ შეგვეკრიბა და გადაგვეცა შთამომავლებისათვის, დაგვეზუსტებინა ნათესაური კავშირები.
სათანადო ინფორმაციის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით ლელა ვაჟას ასულ ცეკვავას, ფოთოლა მირიანის ასულ ცეკვავას, ლია ომარის ასულ ცეკვავას, მერი კაკავას, ვაჟა ფილიპეს ძე ცეკვავას, ვაჟა გრიგოლის ძე ცეკავვას, სერგო ალექსანდრეს ძე ცეკვავას, აფროდიტე (მანანა) თომას ასულ კვაშილავა-ცეკვავას, ვიოლეტა ტორბინ-ცეკვავას, ნინელი გოგოლაშვილს.
წინამდებარე ნაშრომი ცეკვავების და ცეკვაშვილების გვარის წარმომადგენლების წარმომავლობის და გავრცელების შესწავლის პირველი ცდაა. ამიტომ შეცდომებისაგან დაზღვეული ვერ იქნება. მკითხველმა მოგვიტევოს. ნაშრომში შემჩნეული ხარვეზებისათვის საქმიან შენიშვნებს მივიღებთ და გავითვალისწინებთ შემდგომ მუშაობაში. კმაყოფილი დავრჩებით, თუ ნაშრომში მოყვანილი