იტვირთება...

ქარის ფრთები

ელგუჯა თავბერიძე

2,549 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ძმაო ხოფეროს! ძველი ამბების ქრონიკის მეორე წიგნს უფრო ზოგადი სახელი _ „ქარის ფრთები“ _ დავარქვი. პირველს, ჩემზე არანაკლებ მოგეხსენება, „ხეზე ასვლა“ ერქვა და ნოველების კრებულად მონათლეს. არადა, დოკუმენტურობით, ქალაქისა და ეპოქის იგივეობით, ერთი მთლიანი თხზულებაა, რომელშიც სათქმელ-სატკივარი სხივივით იშლება. გახსოვს? რა დაგავიწყებდა! _ რიონის სათავეს ძალიან-ძალიან რომ მივუახლოვდით და მერე იქიდან წამოსულები ხევებს, ღელეებს, ნაკადულებს, მდინარეებს, ერთი სიტყვით, შენაკადებს ვითვლიდით, რაღაცნაირად აქაც ასეა _ არის ერთი, იმ ერთს მიბმული, მაგრამ მაინც განტოტვილი დანარჩენი. ესეც ხომ გაგიგონია _ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო, _ პირდაპირი გაგებით, ბუნებრივია, არა, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით აქაც ასეა. ასეა და რა ვქნა!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მიჟინებული წვიმები აატალახებდა ქუჩებს, ააგორგოლებდა მიწის ფომფლო გორაკებს, გაივლიდა დღეი რამდენიმე და გამობდღვიალებული ცხრათვალა ნამეტურ ტალახის ზვინუკებს მიაცხუნებდა. მზეს ზედნადებივით ზენაქარი მოყვებოდა. გაუშრობელს თან გააშრობდა, თან ჰაერში მტვრად და ბუღად განაბნევდა. დგებოდა სიცარიელე, ჩანდა მტვერი, ილანდებოდა მონისლისფრო ბუღი.. ქუთათურები მტვრისფერი სახეებით მიალაჯებდნენ მტვერში, ფილტვებში მტვრით, მტვერივით მოფარფატე განწყობილებებით და ამინდივით ცვალებადი სურვილებით დადიოდნენ. ერთი რამ არ იცვლებოდა: უსაქმო და უჯამაგირო აქაურები ჩინებულად ჩაცმულ-დახურულები დაიჯგიმებოდნენ, დარდს გულს არ აკარებდნენ და გულმხიარულები ყოველდღე ქეიფობდნენ. თუ არ სვამდნენ ან ლაღიძის წყლებთან იდგნენ და დედამიწის ამბებს არკვევდნენ, ან კლუბში შელალულები ბანქოს თამაშობდნენ, დომინოს ქვებს ახრჭიალებდნენ ქვის გრძელ მაგიდებზე ან, ან, ან... სვამდნენ, დადიოდნენ, იდგნენ, ისხდნენ... გაგიჟებით ქროდა ქარი, იდგა მტვრიანი სიცარიელე...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9547-2-6
სათაური:
ქარის ფრთები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
432
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
2549
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]