იტვირთება...

მარშალი და მარშლის შვილი

ელგუჯა თავბერიძე

3,311 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
სვიმონ გიორგის ძე წერეთელი ათ წელიწადს წინამძღოლობდა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობას, ეროვნულ იდეალებს ერთგულებდა, ილიას, აკაკის იცნობდა, ისინი ენდობოდნენ, ქვეყნის საყრდენი წოდების - თავადაზნაურობის მესაიდუმლედ თვლიდნენ, მისი გამოჯანსაღების უპირველეს მოფიქრალად ესახებოდათ, რაც სულაც არაა ცოტა. სვიმონი რთულ, აწეწილ დროებაში, რამდენადაც წინამძღოლობა აძლევდა საშუალებას, ქართულის დაცვას ცდილობდა. იყო მარშალი, მამაც მარშალი ჰყავდა, ოღონდ სხვანაირი, ის - იმპერიის მოერთგულე. ეს, გარეგნულად - მსახური, შინაგანად მამულსა და მამულიშვილთა კეთილდღეობაზე მზრუნველი. სიმონ გიორგის ძე წერეთლის თავგადასავლის მოთხრობით ქართველ თავადაზნაურთა საკმაო ნაწილის ცხოვრებაც დაიხატება და ფიქრიც გამხილდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დასავლეთ საქართველოს კეთილშობილები სამაისოდ მოაწყდებოდნენ ქუთაისს. იფიქრებთ, საქვეყნო საწუხარზე სამუსაიფოდ უკეთეს დროს და ადგილს სად ნახავდნენო. არ გეტკინოთ არაფერი. ბევრზე ბევრი ხმის სარფიანად გაყიდვისთვის ჩამოდიოდა. ზოგს სასწაული ემართებოდა: ერთს შეპირდებოდა ხმას, მეორე გაიგებდა, უფრო მეტს შეაძლევდა, იმას დაყაბულდებოდა. შეიტყობდა პირველად შეთანხმებული, მოუმატებდა - დაბრუნდებოდა ძველთან, მოწინააღმდეგის ყურსაც მიწვდებოდა ამბავი და ჯიბიდან მეტის ამოღებას შეთავაზებდა, ხანდახან ბარე ათჯერ გადად-გადმოდიოდა ერთი ხმა აქედან იქით, იქიდან აქით. ყიდვა-გაყიდვა ხანდახან იმით ბოლოვდებოდა, ამომრჩევს ხმა ეკარგებოდა. ღვინოში დამბალი თავით ვეღარ იხსენებდა, ბოლოს ვის მიყიდა. ისიც აღარ ახსოვდა, ჰქონდა თუ არ ჰქონდა ხმა - ხმიანს უხმო ეგონა თავი. რავარია უხმო ამომრჩევი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9489-4-7
სათაური:
მარშალი და მარშლის შვილი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
296
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
3311
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]