იტვირთება...

ნისლის ტიხარი

ელგუჯა თავბერიძე

5,087 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დავით მიქელაძე (მეველე) აქამომდე რომელიმე თხზულების, მითუმეტეს ბიოგრაფიული რომანის, პერსონაჟად არ ქცეულა. არადა, მისი ქარიშხლიანი ცხოვრება, მიწყივ ჩვენი თავის ჩვენადვე კუთვნების იდეის ქადაგება, უაღრესად საიმდროო, ამავდროულად საამდროო, ფიქრები მეტი ინტერესის საგანი უნდა ყოფილიყო ადრეც და ახლაც. ელგუჯა თავბერიძის დოკუმენტური თხრობა მძაფრად გვაგრძნობინებს ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავით მიქელაძის სულისკვეთებას, ცხოვრების ოკეანის თავბრუდამხვევ ზვირთებში ჭეშმარიტი მიზნის _ მამულისათვის ზრუნვის ხანიერებასა და მარადიულობას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სერგეი მესხი, რედაქტორი „დროებისა“, უცხოეთში წავიდა და იქ რამდენიმე თვეს დარჩება, უცხოეთშივე მიემგზავრება ისტორიისა და ფილოლოგიის შესასწავლად გიორგი წერეთელი, „დროებას“ კირილე ლორთქიფანიძე ურედაქტორებს, ეს არც ისე სახარბიელო ამბავია, მაგრამ სასიხარულო ის გახლავთ, რომ საზღვარგარეთიდან ახლახან დაბრუნდა „პარიჟული წერილებისა“ და „თანამედროვე შენიშვნების“ ავტორი დავით მიქელაძე, რომელიც აღარ მოგაწყენთ თავისი მშვენიერი სტატიებით_წერდა გაზეთი „დროება“ 1873 წელს. ისინი იქ წავიდნენ, გაზეთს ეს ურედაქტორებს, მაგრამ სასიხარულო ისაა, რომ დავით მიქელაძე დაბრუნდაო. ამოდენა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თანამედროვენი მეველის ღვაწლსა და ამაგს „დროებაში“. ასე იყო „ივერიაშიც“, გაზეთი სულაც მასზე ჰქონდათ მინდობილი, ესეც არ ღალატობდა, ეროვნულ გეზს განუხრელად იცავდა. ქრესტომათიული აზრით დავიწყოთ _ მეცხრამეტე საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის ისტორია წარმოუდგენელია დავით მიქელაძის მძაფრი, პოლემიკური, საკაცობრიო ცოდნით გაჟღენთილი და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული წერილების გარეშე. არსებობენ დიდი მწერლები, მაგრამ, საეჭვოა, ყოფილიყვნენ ისინი ისეთნი, რომ არა დავით მიქელაძის მსგავსნი თანამებრძოლნი, ერთგულნი ჯარისკაცნი, გუშაგნი მათი და თავიანთი საქმისა, _ წერდა ელგუჯა მაღრაძე მეველისადმი მიძღვნილ მონოგრაფიულ გამოკვლევაში. მართლაც ასეა. თითქოსდა ნისლის ტიხარი ჩამოფარებიაო, ტიხარს აქეთ მუდმივ მოკაშკაშენი, იქით ნისლის სითეთრეში მიჩქმალულნი _ ნისლის ტიხარს აქეთ და იქით... დავით მიქელაძე ნისლის ბურუსში ჩარჩენილი სახელგვარია. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ თანამედროვეთა (და არა მარტო მათი თვალთახედვით) იყო მძაფრი პოლემიკოსი, დაუნდობელი გამქარწყლებელი მცდარი აზრისა. ამიტომაც ბევრს არ უყვარდა, უფრო იმათ არ ეხატებოდა გულზე, ვისაც მისი ბასრი კალამი შეეხებოდა. ფსევდონიმიც რა უბრალო და საქვეყნო ტკივილის გამომხატველი აირჩია_მეველე ნათესის, ბაღვენახის მცველს ნიშნავს. ისიც ერთი გამორჩეული მცველთაგანი იყო, ერთგული გუშაგი მამულისა. საინტერესო პუბლიცისტიც, პიროვნებაც, ზოგისთვის ახირებული, თავისებური, უცნაური ხასიათისა. სინამდვილეში მამულის ჭირვარამით გულგასენილი. ეროვნულად მოაზროვნენი საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ მასზე, ჩვენში ევროპული კულტურის ერთერთ დამამკვიდრებლად თვლიდნენ, კლასთა ბრძოლის თეორეტიკოსები კი პირიქით _ აძაგებდნენ, ძირითადად ფსევდონიმის შინაარსზე აგებდნენ ფუნაგორიებს: „რომელ ყანას ყარაულობს, ან ვისთვისა ჰკიოდაო, ამის ნათესს მორევია ლენცოფა და ჭიოტაო“. ან კიდევ: „შენ მეველეთ არ ვარგიხარ, ბანბა ხარ და ბანბის ქულა, რაც ოხერი ნახირია შენს ყანაში შემოსულა“. დავით მიქელაძე ამათ ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდა, ფიქრობდა და წერდა ისე, როგორც გონება კარნახობდა, როგორც მის ერს ჭირდებოდა. მოწინააღმდეგენი იმას უკიჟინებდნენ, რაც დავით მიქელაძისთვის სისხლხორცეულად ახლობელი იყო. გაჰკიოდნენ,_ შენნაირი მცველგუშაგნი და მეველენი რომ ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ამიტომაცაა უბედურად ჩვენი საქმეო. რისთვისაც ძალასა და ენერგიას არ ზოგავდა, იმას უკნინებდნენ, უმცრობდნენ. მეველე თავისას აკეთებდა, წერდა და ფიქრობდა ისე, როგორც მის დამონებულ ქვეყანას ჭირდებოდა. უამრავი საკითხი, სატკივარი ქართულ სინამდვილეში პირველად გახმიანდა დავით მიქელაძის ნაწერებში, რაც სულაც არ იყო შემთხვევითი. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, საოცრად ახლოს იცნობდა დასავლეთის სახელმწიფოთა ცხოვრებას, ერკვეოდა საერთაშორისო ვითარებაში და აქედან გამომდინარე ფიქრობდა საქართველოზე, მის სავალალო ყოფაზე, რუსთაგან თავდახსნის გზებზე. იყო ილიას ერთგული მეგობარი, მისი აზრებისა და შეხედულებების გამორჩეული მცველგუშაგი. ამიტომაც არ ინდობდნენ მეორე ბანაკის წევრები. ქვეყნის ნამდვილი ჭირისუფლები აქებდნენ, მესამედასელები_პირიქით, ძრახავდნენ, კილავდნენ. ერთი სიტყვით, ორი პოლუსი მეველის შეფასებაშიც აირეკლა იმთავითვე. დღეს კი მხოლოდ ლიტერატურის ისტორიკოსებს თუ დააინტერესებთ ეს დაპირისპირება, გაიხსენებენ, ვინ საით იდგა, ვინ ვის კილავდა და რატომ? დავით მიქელაძე საინტერესო პუბლიცისტი იყო, საინტერესო კაციც, მისი წერილები მარადიული ღირებულებების მატარებელია, ცხოვრება_მისაბაძი. ამიტომაც ღირს, გავიხსენოთ ნაცნობი ფაქტები, მოვიძიოთ უცნობი ამბები, რომლებშიც კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ის, თუ რატომ დავინტერესდით მეველით, რა ხიბლი დარჩა, როგორც პუბლიცისტსა და როგორც კაცს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789994079612
სათაური:
ნისლის ტიხარი
გამომცემელი:
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
5087
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]