წინასიტყვაობა წიგნში, რომელიც დიდი იტალიელი მხატვრის, მეცნიერისა და გამომგონებლის შესახებ მოგვითხრობს, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ლეონარდო და ვინჩის ცხოვრების სამ ძირითად ეტაპზე და თხრობის მეტად ორიგინალური მანერით არა მხოლოდ მის პიროვნებას, ხასიათსა და მრავალმხრივ შემოქმედებას გვაცნობს, არამედ იმ პოლიტიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ გარემოსაც, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღორძინების ხანის ეს ბრწყინვალე წარმომადგენელი. ქართველ მკითხველს წინამდებარე ტექსტს მცირე შემოკლებებით ვთავაზობთ.
მთარგმნელისგან
„ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, სოკრატე, თუკი ჩვენ, მრავალმხრივ რომ განვიხილავთ არაერთ საკითხს, რაც ეხება, ვთქვათ, ღმერთებსა და სამყაროს დაბადებას, მსჯელობის დროს თავიდან ვერ ავიცილებთ უზუსტობასა და უთანხმოებას. პირიქით, უნდა ვხარობდეთ, თუკი ჩვენი მსჯელობა უფრო მეტად არ დაშორდა ჭეშმარიტებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსჯელობა; ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მეც, ვის მსჯელობასაც ისმენთ, და თქვენც, ჩემი მსაჯულნი, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები ვართ. ამიტომ ზემოთ ხსენებულ საკითხთა განხილვისას, გვინდა თუ არა, ჭეშმარიტების მინაგვან მითს უნდა დავჯერდეთ და მეტს აღარ წავეპოტინოთ.“
პლატონი. ტიმეოსი, 29