შესავალი -
ფრანკო - ფაქტები და ვარაუდები ფრანკო - ეს არის კაცი, ვისაც შესაშური უნარი აქვს, სჯეროდეს ის, რაც თავად მას ეამება და პირწმინდად დაივიწყოს ან უარყოს ყველაფერი, რაც მისთვის უსიამოა. უფრო მეტიც, ის აღსავსეა ქედმაღლობით, მოწამლულია პირფერობითა და ტაშისცემით, თავბრუ ეხვევა იმ სიმაღლისგან, რომელზედაც აღზევდა, ის სნეულია ძალაუფლებით და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება, რადაც არ უნდა დაუჯდეს. საამისოდ განწირავს ყველაფერს და გააფთრებით ჩაებღაუჭება მას. მრავალნი ავგულ და მანკიერ ადამიანად თვლიან, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას. დიახ, ის ცბიერია და ვერაგი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის მოქმედებს სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ მისი ბედი და ბედი ესპანეთისა ერთარსია და უფალმა ნება რომ მისცა, დაეჭირა ესოდენ მაღალი პოსტი, ამით წინასწარ განამზადა დიდებულ საქმეთა აღსასრულებლად.