რელიგიური წიგნების ბევრი ავტორი, თავის თხზულებებში, თავისნაირ მწერლებს ან ღვთისმეტყველებს მიმართავს. რელიგიური წიგნების მხოლოდ ნაწილი, იშვიათ შემთხვევებში, განკუთვნილია რიგით ადამიანთა მასებისადმი. აი, ეს წიგნი კი დაწერილია არა ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთათვის, არამედ „ქუჩის ადამიანისათვის.“ მე მინდა, რომ ამ ადამიანს ნათელი წარმოდგენა მივცე ახალ ცხოვრებაზე, ცხოვრების გზაზე, რომელზეც ორი ათასი წლის წინ უცნობმა გალილეველმა მიუთითა და გადავწყვიტე მისი ენით აღმეწერა ეს რიგითი ადამიანი, რათა „გამვლელნი, თუნდაც უგუნურნი, არ დაიკარგონ მასში.“
შევეცადე, არ შევხებოდი თემებს, რომლებიც ხშირად იყო ქრისტიანული ეკლესიების განხეთქილების მიზეზი, მაგრამ მეორეს მხრივ, არავითარ გარიგებაში არ შევსულვარ, არ მქონია მოლაპარაკებები და არც კომპრომისზე წავსულვარ ჩემეულ შეხედულებაში ქრისტიანული რწმენის შესახებ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ რიგითი ადამიანის სული და – გონება დამშეულია და ღმერთთან მშვიდობა სურს.
მე ჩემს თავს ანგარიშს ვუწევ იმაში, რომ ამ წიგნმა შესაძლოა ნაწილის კრიტიკა და შესაძლოა ნაწილის მოწონება დაიმსახუროს. თავიანთი სიმართლის ტანსაცმელში გამოწყობილ თანამედროვე ფარისევლებს ის არ მოეწონება, ასევე არ მოეწონებათ თანამედროვე სადუკეველებსაც, რომლებიც ჩვენი რწმენის საფუძვლებს უარყოფენ. წყალბადის ბომბის შექმნასთან და შესაძლოა კობალტის ბომბის გამოჩენასთან ერთად დადგა ჩვენი საარსებო საკითხების გადაწყვეტის დრო. არსებულ რეალობას პირდაპირ უნდა შევხედოთ.
იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც ახალი რწმენის აღიარებას ეძებენ, მიეტმასნონ, ეს წიგნი არ გამოადგებათ, ასეთებმა ეცადეთ სხვა რამ წაიკითხოთ. ჩემი მიზანია, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გადამრჩენელ შემეცნებასთან მიგიყვანოთ, გაგამხნევოთ, გაგამაგროთ და როგორც ქრისტიანი აგაშენოთ ყველაზე წმიდა რწმენაზე.
ერთის მხრივ, ეს წიგნი „მშვიდობა ღმერთთან“ წლების მანძილზე მზადდებოდა. მეორეს მხრივ, – რამდენიმე აჩქარებული და გამალებული კვირის მანძილზე იწერებოდა...
მასში გამოთქმული ბევრი აზრი თავად მე არ მეკუთვნის – ისინი დაჭერილი იყო ყველგან ამ წლების მანძილზე. თუ ციტატა მოყვანილია ორიგინალში გადასვლის გარეშე – ეს იმიტომ, რომ სათავე დიდი ხანია დავიწყებულია და მეხსიერებაში მხოლოდ წერილის მწველი და დამჯერებელი სიტყვებია შემორჩენილი.
„მშვიდობა ღმერთთან“ – ეს არის წიგნი, რომელიც თითქმის მუხლებზე დგომით არის მომზადებული ჩემს მიერ. მე ნამდვილად განვიცდიდი უფლის უწყვეტ თანდასწრებას. და მე ყოველდღიურად ვილოცებ, რომ ამ არეულობის და კრიზისის საათს, ეს წიგნი უფალთან მშვიდობის მოპოვებაში დაგეხმაროთ.