წინასიტყვაობა
სულ ახლახანს, სატია საი ბაბის ერთ-ერთმა უცხოელმა მიმდევარმა მკითხა: “არსებობს გიტას გამოცემა, რომლითაც ბავშვების სწავლება იქნება შესაძლებელი?” და რადგან ასეთი ადაპტირებული ვერსია ვერ აღმოვაჩინეთ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ტექსტი, რომელიც განკუთვნილია საის სისტემით ახალგაზრდების განათლებისათვის.
რა თქმა უნდა, ეს ტექსტი ექსპერიმენტია. იგი განკუთვნილია ცხრიდან თხუთმეტ წლამდე მოზარდების სწავლებისათვის ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ (თუმცა ის ახალგაზრდებსაც გამოადგება, რომ არაფერი ვთქვათ პირებზე, ვინც ინდურ წმინდა წერილებს არ იცნობენ). სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქტორი/მასწავლებელი შემდეგ მასალას ფლობს:
ა. “სასწავლო წრეების სახელმძღვანელო”
ბ. “სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის”
ც.წიგნი სახელწოდებით “ღმერთის გზავნილი”, რომელშიც საუბარია გიტაზე და ბაბის მოძღვრებაზე.
პირველი ორი მასალის მოძიება შეიძლება შრი სატია საის, სევას ნებაყოფლობითი მსახურების ორგანიზაციაში, ხოლო მესამე – შეიძლება მოიძიოთ წიგნის მაღაზიაში პრაშანტი ნილაიამაში, სატია საი ბაბის აშტრამში, ინდოეთში.
კურსის დასაწყისში მასწავლებელი/ინსტრუქტორი მოსწავლეებს მოვლენების შესახებ უნდა მოუყვეს, რომელიც კურუკშეტრეს ბრძოლას უძღოდა წინ. ეს მარტივია წიგნის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაცაა “ღმერთის გზავნილი”.
ჩვენი წიგნის სხვადასხვა თავის სწავლებისას შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდს მიმართოთ. თანამედროვე მოსწავლეები ძალიან აზრიანი არიან და სწრაფად ითვისებენ მასალას. ამიტომ შეიძლება შემდეგი სქემის გამოყენება:
თავიდან ინსტრუქტორი მასწავლებელი ზოგად მიმოხილვას აკეთებს და ყველაზე ძირითად მომენტს უსვამს ხაზს.
შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფს ეძლევა დავალება, მოცემული თავის შინაარსი კლასის სხვა წევრებს შესაბამისი ფორმით “წარუდგინოს”. წარდგინების დროს შეიძლება გაიმართოს დისკუსია, კითხვები კლასის იმ წევრებმა დასვან, რომლებიც “პრეზენტაციაში” არ მონაწილეობენ.
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ადგენს სიტუაციურ დილემებს, რომელთა გადაჭრა მოცემულ თავში ნასწავლი გზებით შეიძლება. ამას გარდა მოსწავლეები გაითამაშებენ პატარა სკეტჩებს, სადაც თავის მნიშვნელოვანი მომენტები და ღირებულებებია წარმოდგენილი.
გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა პროცესში მასალის ათვისებას აჩქარებს და ეფექტურს ხდის. შემდეგ თავზე გადასვლამდე, ინსტრუქტორმა მოსწავლეებთან ერთად, ყველაფერი უნდა შეაჯამოს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კომენტარი უნდა გააკეთოს.
რამდენიმე სიტყვა ტექსტის შესახებ; ძირითადად ის გიტას პირველად სტრუქტურას მიყვება, როგორც ეს სვამის წიგნში “გიტავახინშია” მოცემული. როგორც ნამდვილ “გიტაში”, აქაც თვრამეტი თავია და თითოეული შედგება კრიშნასა და არჯუნას დიალოგისაგან. მაგრამ ჩვენი ამოცანა მოცემული ტექსტის ლექსთა ორიგინალზე დამთხვევა არ იყო, მიუხედავად ამისა, ბაბის სწავლებაზე დაყრდნობით გიტას “სული” შენარჩუნებული და გაძლიერებულიცაა. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რამდენად დახვეწილადაა ჩაწნული ბაბის მოძღვრება კრიშნასა და არჯუნას დიალოგში, ტექსტში შეხვდებით თანამედროვე იდიომატური გამოთქმებისა და ენის წყობის თავისუფალ გამოვლენას. აქ ეს სავსებით გამართლებულია, რადგან ხელს უწყობს გზავნილის ნათლად გადმოცემას.
მაშ რატომ არის გიტა ასე მნიშვნელოვანი? პასუხი მარტივია. გიტა გვასწავლის, როგორ ვაწარმოოთ ცხოვრებისეული ბრძოლა. ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანი გაჩნდა და მანამ გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. მაგრამ ნათელია, რომ ამჟამად ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრებულია, რადგან თანამედროვე ადამიანს მართლმორწმუნეობის გზაზე დარჩენა სულ უფრო უჭირს. უნდა გვახსოვდეს, რომ გიტა არის ცხოვრებისეული მასწავლებელი და იგი არ განეკუთვნება ერთ ან მეორე რელიგიას და რწმენას. იგი გვასწავლის, როგორ ვაქციოთ ცხოვრება სულიერებად, როგორ გავასულიეროთ მისი ყოველი წამი. ამიტომ გიტა გამოადგება ყველას, ყველა ეპოქაში. ტექსტის შესწავლისას ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ დამარწმუნებლად ახდენდა განდი ბჰაგავადგიტას აქტუალობის დემონსტრირებას პოლიტიკაშიც კი.
დღეს, მიუხედავად მეცნიერებისა და ტექნიკის კოლოსალური ნახტომისა, რის შედეგად გაიზარდა ცხოვრებისეული კეთილდღეობის დონე (ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ ყვეყანაში მაინც), მთელ მსოფლიოში ცხოვრება უფრო რთული გახდა და ეს მათაც ეხება, ვინც მატერიალური კეთილდღეობის მწვერვალზე იმყოფება. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები აღარ მისდევენ ძირითად ღირებულებებს. გიტა არის დავიწყებული ძირითადი მცნებების ძლევამოსილი გახსენება. გახსენება იმისა, თუ როგორ უნდა ჩავეჭიდოთ მათ.
თანამედროვე ბავშვებს ძალიან კარგად ესმით, თუ რა ხდება მათ ირგვლივ. სულის სიღრმეში ისინი მგრძნობიარენი არიან ადჰარმას (უსამართლობა, უზნეობა) მიმართ და ამის გამო ითრგუნებიან. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ზრდასრულობისას თავადაც ადჰარმას მიმდევარნი ხდებიან. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველია ის რჩევები, რომლებსაც უფროსებისაგან იღებენ. თავად უფროსები არღვევენ ყველა წესს, რასაც ღმერთის მოძღვრება გვირჩევს და ამასთან ბავშვებს ასწავლიან: “მომისმინე, ეს ცუდია, ეს არ არის სწორი, ასე არ მოიქცე” და ა.შ. ბავშვის რეაქცია ბუნებრივია – “თუ თქვენთვის შეიძლება ასე მოქცევა, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება?”. მეორე – მასობრივი ინფორმაციის წყაროები სხვადასხვა მსხვილ მონოპოლიასთან ერთად, ათასი განსხვავებული ხერხით აქტიურ პროპაგანდას უწევენ ადჰარმას და უზნეობას. ორივე წყარო ისეთ ზემოქმედებას ახდენს გონებაზე, რომ ახალგაზრდობას წინააღმდეგობის ძალა აღარ შესწევს. ეს არის იმის ძირითადი მიზეზი,