წინასიტყვაობა ამ ქრისტიანული საუბრების (რომლებიც მრავალი მიმართებით არ წარმოადგენენ ქადაგებებს და ამიტომ ასევე მრავალი მიზეზით არ არიან ასე წოდებულნი) დანიშნულება ისაა, რომ „ ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინოთ თავისუფალ წუთს “ , მაგრამ თუ ერთადერთი ტანჯული, რომელსაც, შესაძლოა, აზრთა სიმრავლეში აებნა გზა, მათი წაკითხვისას შვებით ამოისუნთქავს მძიმე წუთს, ჩვენს კვალს მოაგნებს, რომელიც სწორედ ამ აზრებს მიყვება: ასეთ შემთხვევაში ავტორი სინანულს არ გამოთქვამს იმის გამო, რისი დაწერაც გადაწყვიტა.