იტვირთება...

სფუნ რივერის ანთოლოგია

ედგარ ლი მასტერსი

2024 წელი | ინტელექტი
109 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
12.95
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ედგარ ლი მასტერსის სფუნ რივერი, მართალია, სივრცის თვალსაზრისით ერთი დასახლებით შემოიფარგლება, მაგრამ დროითი მნიშვნელობით ამერიკის შუა დასავლეთის ეს დაბა მთელი სამყაროს ცენტრად იქცევა და ღალატის, სისასტიკის, ამბიციების, ოცნებების, სიყვარულის, ანგარებისა თუ გულგრილობის ისეთივე მარადიულ ამბებს გადმოგვცემს, ნებისმიერი ქვეყნისა და დროის მკითხველისთვისაც რომ არის აქტუალური. სფუნ რივერის ეს პოეტური ქრონიკა უწყვეტად იკითხება და საერთოდაც რომანად იყო ჩაფიქრებული. ედგარ ლი მასტერსის ტექსტი მართლაც სცდება ცალკეული ლექსის შინაარსს, რომელიც გვერდიდან გვერდამდე ახალ-ახალი ფენით ღრმავდება, და მთელი თხრობის განმავლობაში მონუმენტურობას იძენს. ედგარ ლი მასტერსი ანტიკურ საზომებს მიმართავს და ამითაც ხაზი ესმება მის მიერ ასახული თემატიკის მარადიულობას. მაგრამ ამგვარი არჩევანი უფრო კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ლექსი ჟანრის მიხედვითაც არსებითად ეპიტაფიაა, რომელსაც ავტორის ხელმა მეტად მძაფრი, შემზარავი სიახლე შემატა: ყოველი ეპიტაფია იმავე ადამიანის მიერ გადმოიცემა, რომელსაც ეძღვნება და მისი ცხოვრების შესახებ უკიდურესი ტკივილით, გახელებითა და უსასოობით მოგვითხრობს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-746-0
სათაური:
სფუნ რივერის ანთოლოგია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
ქარდა ქარდუხი
გვერდები:
352
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
109
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]