ზომბი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ესაა პირველი გოროხის
დაცემა საფლავში
ჩადგმულ კუბოს
სახურავზე...
გურამ დოჩანაშვილი
ყვლაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა:
“ შენს მომავალ ნაშრომში, უნდა აისახოს ზომბების კოლონიაში მცხოვრები ზომბი-მომსახურეების ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა... ”
“ რაა? ” გამიკვირდა მე. ხელმძღვანელს სიცილი აუტყდა.
“ კაი გეხუმრე. როგორ ხარ? ” თქვა მან.
“ საკაიფოდ, შენ? ” ვთქვი მე.
“ მეც. მოკლედ, წეღან რაც გითხარი, მთლად ხუმრობა არ იყო. მართლა უნდა წახვიდე იმ ზომბილენდში და გაარკვიო რა ხდება. ”
“ და რა ხდება რო? ” ვკითხე მე.
“ ხმები მომივიდა, რომ ხალხს ესხმიან თავს და ჭამენ.. ”
“ ვაა... ”
“ აბა?! ”
“ რას ითხოვენ? ”
“ უკეთეს ცხოვრებას, ჩემო კარგო, ყველას უკეთესი ცხოვრება უნდა, ზომბებსაც კი. აიღე ბეჯი და დაახვიე. ყველაფერი უნდა გაარკვიო რა ხდება, რატო ხდება... ფოტოებიც შენ თვითონ უნდა გადაიღო ჩვენ ფოტოგრაფს არ სცალია. ” თქვა ხელმძღვანელმა.
“ სად არის ეგ კოლონია ტერიტორიულად? ”
“ შენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობ შვილო? ბავშვობაში არასდროს ყოფილხარ ექსკურსიაზე მაგ საცოდავი არსებების სანახავად? ”
“ არა, არასოდეს. ”
“ ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ … ” თავი გააქნია. ფურცელზე რაღაცა დაწერა და მომაწოდა.
“ აი მისამართი. ”
ერთადერთი რაც მე ამ კოლონიაზე ვიცოდი ის იყო, რომ ის 25 წლის წინ შეიქმნა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ერთმა ცრუ სასწაულმოქმედმა გადაწყვიტა, რომ ღმერთია. ჯერ ადამიანების განკურნებით გაითქვა სახელი და ბოლოს მკვდრების გაცოცხლებით შოკში ჩააგდო ყველა და ყველაფერი. ეს მკვდრები ვინც მან გააცოცხლა ძირითადად მდიდარი ხალხის ნათესავები იყვნენ, რადგან ადამიანის გაცოცხლება ძალიან ძვირი ღირდა. ერთ წელიწადში ათასობით ადამიანის გააცოცხლება შეძლო. თავიდან ისინი სახლებში ცხოვრობდნენ თავის ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. სრულიად უსფრთხო არსებებად ითვლებოდნენ. თუმცა შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველფერი თავდაყირა დააყენა. ერთერთმა მათგანმა, პატარა ბავშვი შეუჭამა ოჯახს. ამის შემდეგ დაიწყო ამ არსებების კვლევა, რომელსაც მანამდე თავად ოჯახები ეწინააღმდეგებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი უამრავი დაავადების მატარებლები არიან და საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ხოლო მათი ნაკბენი კი შენც ზომბად გაქცევს. გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ეკრძალებოდათ სახლში ზომბების ყოლა. ზომბებიც იმიტომ ეწოდათ, რომ კანონში ასე იყვნენ მოხსენიებულები, ხოლო კანონში ასე რატომ იყვნენ მოხსენიებული ეგ ნამდვილად არავინ იცის.
შემდეგ ცრუ სასწაულმოქმედი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის სასამართლოზე გარდაიცვალა, მოულოდნელად. ამბობენ, როცა ის მოკვდა, პროცესზე სიჩუმე ჩამოწვაო. მთელი დარბაზი ელოდა მის გაცოცხლება, თუმცა როგორც ჩანს სასწაულმოქმედმა იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ვინმესთვის მიეცა მის გასაცოცხლებლად საჭირო ძალა და ცოდნა. მოკლედ, ასე დასრულდა ეს ამბავი.
ზომბების ანუ ცოცხალი მკვდრების კოლონია, რომელსაც ზოგი გეტოდაც კი მოიხსენიებს, რამდენიმე თვეში აიგო. ის ადამიანებმა ააგეს და მათ ზომბებიც ეხმარებოდნენ. ეს მოხდა 25 წლის წინ, მას შემდეგ ზომბები არავის მოუკითხავს, ისევე როგორც ომის მსხვერპლი ლტოლვილები, ისინი ყველას ფეხებზე კიდია. ხანდახან თუ ვინმე სიუჟეტს მოამზადებს ან ექსკურსიაზე თუ წაიყვანენ ბავშვებს სკოლიდან. ეს არის და ეს. ნათესავებმაც კი დაივიწყეს. ასე იქცნენ ისინი თანამედროვეობის მონებად. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მათ უფლებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ მგონი თავადაც არ სჯერათ, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ისინი ციხეში არიან, როგორც შრომა-გასწორები კოლონიაში. იქ მათ ჩვენგან იცავენ და ჩვენ კი მათგან.
როცა მათ დასახლებას მივედექი უზარმაზარ ჭიშკართან ორი მთვრალი მცველი დამხვდა. მოწრიპულ კაბინაში ისხდნენ და თევზს და ლუდს უბერავდნენ. საათზე მეტ ხანს არკვევდნენ უნდა შევეშვი თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყვნენ. საბოლოოდ მაინც შემიშვეს, უფრო მეტიც, ერთერთი მთვრალი მცველი თან გამომყვა.
“ მე არ მჭირდება მცველი! ” ვუთხარი უხეშად.
“ მე ყლეზე მკიდია შენ რა გჭირდება, ბრძანება მაქვს და უნდა წამოგყვე! ” მიპასუხა უხეშად.
“ ვისგან გაქვს ეგ ბრძანება? ”
“ შენი საქმე არაა. ”
“ რა მიზნით მომყვები? ”
“ რო არ დაიკარგო ან ზომბებმა რო არ შეგჭამონ... აბა მე რა ვიცი. მითხრეს გაყევიო და მოგყვები. ”
“ რას ქვია შემჭამონ, ესენი მართლა ხალხს ჭამენ აქ? ”
“ კი, ხანდახან. ”
“ რამდენი შემთხვევა იყო ასეთი? ”
“ შვიდი … აქედან ხუთი შემთხვევა, ბოლო ერთ თვეში. ”
“ რამ გამოიწვია ეს? რა ხდებოდა ამ