დილა ყვავილები დევიდისათვის
“ Zarathustra, however, remained standing, and just beside
him fell the body, badly injured and disfigured, but not yet dead. After a while consciousness returned to the shattered man, and he saw Zarathustra kneeling beside him. “ What art thou doing there? ” said he at last, “ I knew long ago that the devil would trip me up. Now he draggeth me to hell: wilt thou prevent him? ” “ On mine honour, my friend, ” answered Zarathustra, “ there is nothing of all that whereof thou speakest: there is no devil and no hell. Thy soul will be dead even sooner than thy body: fear, therefore, nothing any more! ” The man looked up distrustfully. “ If thou speakest the truth, ” said he, “ I lose nothing when I lose my life. I am not much more than an animal which hath been taught to
dance by blows and scanty fare. ” “ Not at all, ” said Zarathustra, “ thou hast made danger thy calling; therein there is nothing contemptible. Now thou perishest by thy calling: therefore will I bury thee with mine own hands. ” When Zarathustra had said this the dying one did not reply further; but he moved his hand as if he sought the hand of Zarathustra in gratitude.
Sombre is human life, and as yet without meaning: a
buffoon may be fateful to it. ”
Thus Spoke Zarathustra
By Friedrich Nietzsche
A BOOK FOR ALL AND NONE
-***-
ზარი რეკავს... დილის 8:51. გუშინდელი დალევის შემდეგ თავი სკდება, მაგრამ თომასი დაგპირდა, რომ დილას გამოგივლიდა, და დაგირეკა კიდეც. საინტერესოა, მხოლოდ ერთი ზარი გამოვიდა... არ ღირს ადგომა, თუ კიდევ დარეკავს, უნდა ვუთხრა, რომ ჩემით წავალ, და გავაგრძელოთ ძილი.
*** -
ზარი რეკავს ... 10:15. ნეტა ვინ არის, თომასმა აღარ გადმორეკა, ე.ი. უჩემოდ წავიდა. კარლი ... გუშინ რაღაც დაპირდი. ნეტავ რა?
პრივეტ
პრივეტები
გავიდეთ შენთან სახლში?
ბიჭო, მგონი აქ მაქვს, მოიცა შევამოწმებ
შენ რა გითხარი, გუშინ ვერ გამატანე? გადარბენაზე ვარ, 4 საათში მივფრინავ
აქ არის შემომიარე
კარგი, 10 წუთში მოვალ და მომაწოდე
კარგი რა, ამოდი, ვერ ჩამოვალ თვალებს ვერ ვახელ.
ავდგეთ. წამალი გავიკეთოთ, რძე და მიუსლი. რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან მოგწონს, ნაკლებად კალორიულია და ჯანმრთელი საჭმელის შეგრძნებას გიტოვებს. 10 წუთი კი დასჭირდება. საზიზღარი შეგრძნებაა ნაბახუსევი. თავი სკდება, გულ-მუცელი გიტრიალებს. გეზარება ყველაფერი. გუშინ რაღაც მნიშვნელოვანზე იხალისა კარლმა, რაღაც ცოლის და შეყვარებულის ერთმანეთთან კონტაქტზე ... გადავამოწმოთ. ჩავრთოთ ინტერნეტი, თუ აქ არის... მაინც რა აურა ამ ნაქირავებ სახლს, სიმშვიდე შენს დაუკითხავად შემოდის სულში, და ყველაფერი მარტივად გეჩვენება.
წასული ქალი, მაინც სანატრელი, და თან საძულველი... შენი ცხოვრების ნაწილია, ძალიან ლამაზი, და ძალიან მტკივნეული. როგორ ესხმოდნენ თავს გუშინ... უბრალოდ, რა უტაქტოები შეიძლება იყვნენ ადამიანები, ჭუჭყიანი ფეხებით დადიან შენს სულში და თელავენ იმას, რაც შენთვის ასე ძვირფასია. თან ამას ვერც ხვდებიან, ისიც რა უტეხია, უბრალოდ, პატარა ლამაზი ჩიტივით ყინჩად იყურება, ვაჟკაცურად, თავს იმხნევებს და არავის არ დააჩაგვრინებს ... და ამ დროს, როგორი ადვილად მსხვრევადია, შენ ხომ მაინც იცი. შენი ბრალია ყველაფერი, ისიც ამ მდგომარეობაში რომ არის და შენც ასე რომ ხარ. რაღაც უნდა შეცვალო, ყოველ შემთხვევაში, უტაქტო ადამიანები თავის ადგილზე დააყენო.
აქ არის...
რაღაც მინდა გკითხო (სადამდე მივიდა ურთიერთობა, უკვე ამასაც კითხულობ)
კი
შენ და ენს როდისმე გილაპარაკიათ?
რააა?
შენ და ენს როდისმე გილაპარაკიათ?
არა რა თქმა უნდა
კარგი
რატომ მეკითხები, მოხდა რამე?
არ გინდა პასუხის გაცემა, აგრესია და სიბრაზე გეუფლება. რა სამსახურის საათები დაიწყო, როდესაც კონტაქტი შეიძლება? სხვა დროს შენ საძულველი პიროვნება ხარ, მიუღებელი და არასასიამოვნო, აქ კიდევ სჭირდები? არ მინდა პასუხი, და არც ვუპასუხებ...
*** -
ზარი რეკავს... კარლიც მოსულა. კარებში დგას ეს დათვი, და როგორც ყოველთვის, ცოტათი რაღაცით შეწუხებულია. ქვეყნის პრობლემები აქვს,