შესავალი წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა მასალას ლექციისა, რომელიც მე ექსპრომტად წავიკითხე ერანოსის საზოგადოების შეკრებაზე 1939 წელს. წერილობითი ფორმით გადმოცემისას მე შეკრების განმავლობისას გაკეთებული სტენოგრაფიული შენიშვნები გამოვიყენე. ლექციის ზოგი ნაწილი გამოსატოვებელი იქნა, რადგან დაწერილი და გამოთქმული სიტყვისადმი მოთხოვნები განსხვავდება. მიუხედავად ამისა, მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად განმეხორციელებინა პირველადი განზრახვა - ჩემი ლექციის შინაარსის რეზიუმირება მეორედ დაბადების თემასთან მიმართებით, მეორედ დაბადების მაგალითად კი შევეცადე ყურანის მე-18 სურის ანალიზი გადმომეცა. მე რამდენიმე მინიშნება დავამატე პირველწყაროზე, რომელიც მკითხველმა შესაძლოა მოიწონოს. ჩემს კონსპექტს იმაზე მეტის პრეტენზია არ აქვს, რომ მიმოიხილოს სფერო ცოდნისა, რომელიც ლექციის ჩარჩოებში მხოლოდ უკიდურესად ზედაპირულად შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული.