პასკალ კოვიჩი
ძვირფასო პეტ, ერთხელ, როდესაც ხისგან პატარა ფიგურას ვთლიდი, შენ მოხვედი და მითხარი, არ გინდა, რომ რამე გამიკეთოო? მე გკითხე, მაინც რა-მეთქი, შენ კი მიპასუხე, ყუთიო. რისთვის-მეთქი? იმისთვის, რომ შიგ ნივთები ჩავაწყოო. რა ნივთები-მეთქი. ყველაფერი, რაც კი გაქვსო.
ჰოდა, აი, ყუთიც მზადაა. თითქმის ყველაფერი, რაც კი მაქვს, შიგაა თავმოყრილი, მაგრამ სავსე მაინც არ არის. აქ არის ტკივილი და სიხარული, სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, ბოროტი და კეთილი აზრები, სიამოვნება, სასოწარკვეთილება და რაღაცის შექმნის ენით აუწერელი სიხარული.
ამასთანავე, აქ არის ის მადლიერება და სიყვარული, რომელსაც შენ მიმართ ვგრძნობ.
მაგრამ ყუთი მაინც არ არის სავსე.
ჯონი