* * * მეოცე საუკუნის შუახანებში, ბოლშევიკური ტირანიის პირობებში, ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგოს“ გამოსვლამ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა როგორც სსრ კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში.
„საბჭოების ქვეყნის“ ლიტერატურული კრიტიკა რომანს ცეცხლითა და მახვილით შეხვდა, დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებრიობამ კი იგი საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა, რისთვისაც მის ავტორს ნობელის პრემია მიენიჭა.