მკითხველისთვის ერთ მზიან და მშვენიერ დღეს თხუნელა თავის სოროს ალაგებდა, საქმიანობდა, ფუსფუსებდა და მიდი-მოდიოდა. ამ დროს სოროდან პატარა ყურები და ულვაში გამოჩნდა. თხუნელა მიხვდა, რომ ეს წყლის ვირთხა უნდა ყოფილიყო და მიესალმა:
„– გამარჯობა, თხუნელავ! – თქვა წყლის ვირთხამ.
– გაგიმარჯოს, ვირთხავ! – უპასუხა თხუნელამ“.
ასე იწყება ვირთხასა და თხუნელას მეგობრობა. ისინი განუყრელნი ხდებიან და ერთად მიდიან თავგადასავლების საძებნელად. ვირთხა მუდამ მზადაა, თხუნელას გულისტკივილი და გასაჭირი გაიზიაროს და თხუნელაც მუდამ მზადაა, მეგობარს მხარში ამოუდგეს.
თხუნელა ვირთხის სახლში გადადის საცხოვრებლად და კიდევ ბევრ ერთგულ მეგობარს იძენს. მაგალითად: ბატონ მაჩვს, რომელიც ძალზე ბრძენი და ფიქრიანია; ასევე, მდიდარ ბატონ გომბეშოს, სულ შარში რომ ეხვევა თავისი ხასიათისა და მანქანებისადმი სიყვარულის გამო. მეგობრებს შესაძლოა ნაკლიც ჰქონდეთ, თუმცა მათთან დროის გატარება შეუცვლელ შთაბეჭდილებებსა და თავგადასავლებს გვაზიარებს.
თხუნელა, ვირთხუნა, მაჩვი და ბატონი გომბეშო თავბრუდამხვევ, უცნაურ და, ამავე დროს, საშიშ ამბებშიც გაეხვევიან ხოლმე. თქვენ მათთან ერთად განიცდით ყველაფერს, ზოგჯერ, მოიწყენთ კიდეც, თუმცა უფრო ხშირად გაიხარებთ მათი გამარჯვებებით.