ჩინური კოოპერაციულ-ჰარმონიული დემოკრატია რამდენიმე ათწლეულის რეფორმებისა და ღიაობის პოლიტიკის შემდეგ, ჩინეთი გადავიდა ტრანსფორმაციისა და განვითარების კრიტიკულ პერიოდში. იმან თუ, როგორ უნდა გაღრმავდეს ამ ქვეყნის პოლიტიკური რეფორმა, კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.
წინამდებარე წიგნი გვთავაზობს დემოკრატიის ახალ მოდელს ჩინეთის პოლიტიკური რეფორმისთვის - "კოოპერაციულ-ჰარმონიული დემოკრატია". ეს მოდელი, რომელიც ითავსებს დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს, ეყრდნობა ჩინურ ტრადიციულ "ჰარმონიასა და თანამშრომლობას" და "ხალხზე ორიენტირებულ" აზროვნებას, აგრეთვე თანამედროვე კოოპერაციულ თამაშთა თეორიას. რაც მთავარია, წიგნი იყენებს ახალ მოდელს ჩინეთში არსებული ზოგიერთი მაგალითის გასაანალიზებლად. ეს გამოცემა წარმოადგენს ღირებულ თეორიულ ინოვაციასა და მნიშვნელოვან მიღწევას პოლიტიკური მეცნიერებისა და საჯარო მენეჯმენტის ინტერდისციპლინური კვლევის ხელშეწყობის საქმეში. იგი სტრატეგიულად ასახავს იმას, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი კოოპერაციულ-ჰარმონიულმა პრინციპმა დემოკრატიის განვითარებას. წიგნში შემოთავაზებული პოლიტიკური მოსაზრებები ღირებული მითითება იქნება პოლიტიკოსებისთვის.
დოქტორი წუნგჩაო ფენგი - საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორი და ასოცირებული დეკანი, ცინგხუას უნივერსიტეტის კრიზისების მართვის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
დოქტორი ბენ მა - პროფესორი და ასოცირებული დეკანი პოლიტიკური მეცნიერებისა და საჯარო მენეჯმენტის ფაკულტეტზე შანტუნგის უნივერსიტეტში, მკვლევარი (ნახევარ განაკვეთზე) ცინგხუას უნივერსიტეტის კრიზისების მართვის კვლევის ცენტრში.
დოქტორი თაოსიანგ ლიოუ - სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი და ასოცირებული დეკანი, ცინგხუას უნივერსიტეტის სტრატეგიისა და პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.