თავი 1 - ქორწინება
ოჯახის წარმოშობა
“იძინგი” (“იძინგი” “ცვლილებათა წიგნი” - ჩინური სამკითხაო წიგნი. კონფუციანური კანონიკური ხუთწიგნეულიდან ერთ-ერთი.)-ს წინასიტყვაობაში ნათქვამია: “თავდაპირველად იყო ცა და მიწა, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი; იყო ყველაფერი და შემდეგ შეიქმნა კაცი და ქალი; იყო კაცი და ქალი, შეიქმნა ცოლ-ქმარი; იყო ცოლ-ქმარი, გაჩნდა შვილი და მამა; იყო მამა და შვილი, შემდეგ გაჩნდა მმართველი და ქვეშევრდომი.” ეს იყო საზოგადოების წარმოშობა, როგორც ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ საზოგადოება როგორც ძველ დროში, ასევე მოგვიანებით, ეფუძნებოდა ერთ კაცსა და ერთ ქალს, რომლებიც ქმნიდნენ ოჯახს. ამგვარად, ურთიერთდაკავშირებით შეიქმნა უფრო დიდი ჯგუფები.
ისტორიის დასაწყისიდან, მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ჩვენ ისტორიას წავშლით და ვიმსჯელებთ ჭოუს, ცინის, ხანის, ვეის, თანგის და სუნგის დინასტიების პერიოდში არსებული ვითარების შესახებ, მაშინ ეს დიდი ხუმრობა იქნება მათთვის, ვინც ისტორიას სწავლობს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რაოდენ ღრმა მოვლენები მიმდინარეობდა ათი ათასი და ასობით ათასი წლიდან აწმყომდე. თუ არ ვიცით სიმართლე ძველ დროში მომხდარ მოვლენებზე, თუ მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით და საკუთარი იდეებით ვიმსჯელებთ, ვიფიქრებთ, რომ უძველესი დროიდან დღემდე მხოლოდ ასე ხდებოდა. მიზეზ-შედეგობრივად გამოწვეული ფენომენები, ითვლება ბუნებრივად და შეუცვლელად. ეს გამოიწვევს ზედმეტ კამათს, გარდაუვალ კონსერვაციას, რაც შეაფერხებს ევოლუციის მომავალს. ამიტომ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პრეისტორიის აღმოჩენამ უდიდესი აკადემიური პროგრესი გამოიწვია, განსაკუთრებით დიდი იყო მისი გავლენა სოციალურ მოწყობაზე.
თანამედროვე სოციოლოგების კვლევის მიხედვით: მამაკაცებსა და ქალებს შორის არ არსებობდა რაიმე ტიპის შეზღუდვები. მოგვიანებით, სოციალური მოწყობიდან გამომდინარე, საზოგადოება დაიყო ასაკობრივი თაობების მიხედვით. იმ დროისთვის ქორწინება დაშვებული იყო მხოლოდ ერთი ასაკის მქონე ქალსა და მამაკაცს შორის. უფრო მეტიც, აიკრძალა ნათესავებს შორის ქორწინება. აკრძალვა თავდაპირველად ეხებოდა ერთი დედის მქონე დედმამიშვილების ქორწინებას. შემდეგ ნელ-ნელა აკრძალვა გავრცელდა ყველა და-ძმას შორის ქორწინებაზე, რის შედეგადაც შეიქმნა ეგრეტ წოდებული კლანები/გვარი. იმ დროს, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა კლანში ჯგუფებად იყვნენ წარმოდგენილი. ერთი ჯგუფის მამაკაცებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ სხვა ჯგუფის ქალების ქმრები; სხვა ჯგუფის ქალები შეიძლება ყოფილიყვნენ ამავე ჯგუფის მამაკაცების ცოლები; როგორც ასეთი, ინდივიდუალური წყვილები არ არსებობდა. მოგვიანებით, აკრძალვები უფრო მრავალრიცხოვანი გახდა და უფრო მეტ ადამიანს ეკრძალებოდა ერთმანეთთან ქორწინება. ამდაგვარად, ერთ მამაკაცს ჰყავდა ერთი ცოლი, ხოლო ერთ ქალს ერთი ქმარი. თუმცა, სხვა ქალთან ან მამაკაცთან ურთიერთობა არ იყო აკრძალული. წყვილებს ერთად ცხოვრების ვალდებულება არ გააჩნდათ, მათ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით კი, ცოლ-ქმარს ერთად უნდა ეცხოვრათ (მონოგამიური ან პოლიგამიური ურთიერთობა), ასეთი ურთიერთობა უფრო ხანგრძლივი იყო, თანდათანობით კი, შემდეგ თაობებში იქცა ოჯახად. ამგვარად, ადამიანთა ქორწინება, რომელიც დაიწყო ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, თანდათან შეიზღუდა, ქორწინება მოექცა ჩარჩოში და ჩამოყალიბდა დღესდღეობით არსებულ ქორწინების ფორმად. შეცდომა იქნება, თუ მონოგამიურ ოჯახს მამაკაცისა და ქალის საწყის ურთიერთობად მივიჩნევთ.
მონოგამიური ოჯახის, როგორც ერთი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საწყისი ფორმის მომხრეები ამბობენ, რომ ადამიანები წარმოიშვნენ მაიმუნებისგან და მაიმუნებს უკვე ჰყავდათ ოჯახები, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანებზე. თუმცა, როცა ამბობენ, რომ მაიმუნებს ჰყავდათ ოჯახები, არასწორია (დეტალებისთვის იხილეთ ლი ანწაი-ს თარგმანი “გენდერული სოციოლოგიის” დანართის მეოთხე ნაწილი “თანამედროვე ანთროპოლოგია და კლასის ფსიქოლოგია”.) გარდა ამისა, მაიმუნები არიან ადამიანის გვერდითი შტო და არა პირდაპირი შტო. ბიოლოგების კვლევების თანახმად. არსებობს ცხოველების კოლონიზაციის ორი ფორმა: კატების და ვეფხვების შემთხვევაში, ხვადი და ძუ ერთად ცხოვრობს გამრავლების პერიოდამდე. პატარები იზრდებიან და ტოვებენ მშობლების სახლს; მიეკუთვნებიან ოჯახის ტიპის ცხოველებს. ძაღლების და ცხენების შემთხვევაში, ისინი ერთად ცხოვრობენ არა მხოლოდ გამრავლების მიზნით, არამედ ერთმანეთის დაცვის მიზნით. მათ შეუძლიათ გააგრძელონ ასე ცხოვრება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასევე შეუძლიათ იყვნენ მრავალრიცხოვანი. მიეკუთვნებიან კოლექტიური (თემური) ტიპის ცხოველებს. ადამიანებს არ აქვთ კლანჭები, ეშვები ან რქები თავდაცვისთვის, ამიტომ თუ ისინი ერთად არ იცხოვრებდნენ ძველ დროში ვერც გადარჩებოდნენ. შესაბამისად ენაც ვერ განვითარდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით, თუ რა ვითარებაში იყვნენ პირველყოფილი ადამიანები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ცხოვრობდნენ თემურად და არა ოჯახებად. მაიმუნებმა ვერ განიცადეს ისეთი ევოლუცია, როგორც ადამიანებმა. მათი ბიოლოგიური სამყაროს ტენდენცია არის ის, რომ ისინი თანდათან გადაშენების გზაზე არიან, ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ჯგუფური ცხოვრების უნარი არ არის ისეთივე, როგორიც ადამიანების. მეორეს მხრივ, თვითნებურად მიკერძოებულია იმის თქმა, რომ ადამიანთა და მაიმუნთა საწყისი ერთმანეთის მსგავსია. უფრო მეტიც, ადამიანის ბუნებაში ისეთი