* * * ეს წიგნი ეძღვნება ჩემს მეგობრებსა და ყოფილ კოლეგებს მისურის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრიდან. ისინი უმალ მიხვდებიან, რომ ეს ნაშრომი მხატვრული ლიტერატურაა, რომ არცერთი პერსონაჟი არ განასახიერებს რომელიმე კონკრეტულ ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანს და არცერთი მოვლენა არ ასახავს მისურის უნივერსიტეტის რეალობას. იმასაც შეამჩნევენ, რომ თავს უფლება მივეცი, როგორც საგნობრივი, ისე ისტორიული თვალსაზრისით, ისე აღმეწერა ეს უნივერსიტეტი, რომ წიგნში ისიც, ფაქტობრივად, გამოგონილ ადგილად წარმომეჩინა.