იტვირთება...

მსჯავრდებული

ეკატერინე ავაზაშვილი

55 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
"... შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, ვერ შევძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დავიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს. სამოთხის ნეტარება – ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება..." - ადამიანის ცხოვრება თავიდან-ბოლომდის სამსჯავროა იმის მიხედვით, რა გზას აირჩევს, რა საქმეებით დაკავდება და რას მიუძღვნის თავს. მსჯავრდებული მხოლოდ პატიმარი როდია ნაწარმოების ავტორისათვის, მჯავრდებულია ყოველი სულდგმული ბოროტების მთესველი და სამსჯავროს სულში ატარებს, ტანჯვით უმძიმესი ცოდვების გამო; ხოლო მისი მსაჯი თავად სინდისია, მწველი სინანულის გრძნობის აღმძვრელი, რომელიც სამუდამოდ გიკარგავს სულიერ სიმშვიდესა და ჭეშმარიტ ბედნიერებას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ბერმა თავისი კელია დაუთმო, კითხვებით არც შეუწუხებია უფლის მონა, ისიც კი გაიფიქრა, იქნებ, ყრუ-მუნჯიაო და უსიტყვოდ მადლობდა მას მკურნალობისათვის, თბილი ლოგინისა და საკვებისათვის. უკაცრიელ, დასახლებისაგან მეტად შორს მყოფი ბერისთვის ადვილი არ იყო საკვების მოგროვება და მასაც უცხოს უყოფდა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ნამდვილი, წრფელი ადამიანური სითბო იგრძნო დედის შემდეგ კაცთა მოდგმისაგან. ჩუმად ემსახურებოდა მას უკვე განკურნებულს, მარტოს ტოვებდა საკუთარ სულთან და მისთვის ლოცვებს აღავლენდა, ასკეტი ბერი გრძნობდა და ხედავდა მის ცოდვებს. მთის წვერიდან ქვემოთ უფსკრულს ჩახედა. დიდ ლოდზე ჩამოჯდა. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გამეფებულ სიმშვიდეს, ბუნების სიდიადესა და ძლევამოსილებას სევდიანი მზერა მოატარა. ამ სიწმინდეს თავისი არსებობით წარწყმედდა, როგორც მტანჯველი ღმერთის საყვარელი შვილებისა, როგორც... "- მკვლელი!"- ისე გაუჭირდა ამ სიტყვის წარმოთქმა, თუნდაც მხოლოდ ბაგეების ოდნავი მოძრაობით, რომ სული აეწვა, გული აეწვა, სხეული აეწვა, გონება აეწვა, ასე ცუდად არასოდეს უგრძვნია თავი, მისი სხეულის შიგნით წარმოიქმნა ნამდვილი ჯოჯოხეთური ცეცხლი და ვეღარ გაუძლო, პირქვე დაემხო თოვლში და აქვითინდა. გაუსაძლისმა სინანულმა ფუჭად აქცია მისი განვლილი ცხოვრება, სადაც სიკეთეც კი ფარული ავი ზრახვებით იკვებებოდა და ადამიანთა ბედნიერება აგიჟებდა, ადამიანთა მართალი და პატიოსანი სული ჭკუიდან შლიდა, ისინი უნდა გასვრილიყვნენ, დაბინძურებულიყვნენ, როგორც თავად, ადამიანები ახალ-ახალი ჯანსუღები უნდა გამხდარიყვნენ. აი, მაშინ იქნებოდა ბედნიერი, მაშინ გაიხარებდა. "- მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა, მადლობა ღმერთს." - სახეზე ცივი თოვლი მოისვა და ნაადრევად ჩამომდგარ ზამთარს მწუხარედ ჩახედა. თოვლისაც შერცხვა, მისი სიწმინდე არ იყო ღირსი გათელილიყო მისი ნაბიჯებით; ირგვლივ არაფერი იმსახურებდა ცოდვით სავსე თვალების მზერას. სძულდა საკუთარი არსებობა, სიცოცხლე, ცხოვრება, სუნთქვა, ამონასუთქვითაც კი ბილწავდა ჰაერს. მძიმე ტვირთს ასი წლის კაცივით მოეხარა ის მხრებში ამ არც კი ორი თვის განმავლობაში. სიბერე იგრძნო, სხეულის ჭკნობა. სახისმეტყველებაც უფრო მწუხარე, მოუხეშავი, უბედური და მარტოსული გაუხდა, გაუსაძლისად მარტოსული. თითქოს შეებოჭა აზროვნების არეალი, რაღაც ზღვარი დაეწესებინა თავისთვის და უფლებას არ აძლევდა საზღვრებს გასცდენოდა მისი ორი წინადადება:"რა ადამიანი ვარ?!" და "სიცოცხლის უფლება არა მაქვს, ღმერთო!" ყოველ დილით გამოდიოდა პატარა ეკლესიიდან, დადგებოდა ყველაზე შემაღლებულ ადგილას და უფალს ასძახებდა: "- შემინდე, ღმერთო!"- შემდეგ დაეცემოდა და მუხლმოკვეთილი ხმის კანკალით "მამაო ჩვენო"-ს ლოცვას წარმოსთქვამდა. ლოცვის სიტყვები ისე ღრმად იჭრებოდა მის სულში, თიოთქოს ხორცს ისხამდა, მატერიალური ხდებოდა. სიტყვა სხვა ენერგიას იძენდა, უნარს შეეგრძნო იგი და გემოც კი ეგრძნო მისი :"...და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა..." და სისხლის გემო უგუბდებოდა პირში...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მსჯავრდებული
გამოცემის თარიღი:
2024
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
55
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]