მთებისა და ზღვების გავლით - ჭაო ტეფა - ჭაო ტეფას შესახებ: ჭაო ტეფა 1955 წელს, შანტუნგის პროვინციის ძიუნანის ოლქში დაიბადა. ის არის ჩინეთის მწერალთა ასოციაციის ეროვნული კომიტეტის წევრი და შანტუნგის პროვინციის მწერალთა ასოციაციის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე. ამ დრომდე მას ლიტერატურული ნაწარმოებებით გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 8 მილიონამდე სიტყვა და ასევე 12-ტომეული, სახელწოდებით „ჭაო ტეფას ანთოლოგია”. მისმა ნამუშევრებმა მოიპოვა ისეთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიები, როგორიცაა: სახალხო ლიტერატურის პრემია, ასი ყვავილის პრემია „ყოველთვიური რომანები”, პრემია „ჩინელი მწერლები”, ლიტერატურული პრემია „ცილუ”, თაიშანის ლიტერატურის პრემია და ა.შ. მათ შორის, რომანმა „მთებისა და ზღვების გავლით” მოიპოვა ჯილდო მე-15 ეროვნულ-სულიერი ცივილიზაციის მშენებლობის დაჯილდოებაზე. მწერლის ნამუშევრები შესულია „ახალ ჩინეთში ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოცემული ასობით ნათარგმნი წიგნის რეკომენდებულ კატალოგში”, ასევე მიღებული აქვს ოქროს ჯილდო რიგით მე-4 ყოველწლიური ჩინური ლიტერატურული რომანის დაჯილდოებაზე. 2021 წლის გაზაფხულზე ჭაო ტეფას რომანის „მთებისა და ზღვების გავლით” მიხედვით გადაიღეს სერიალი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორს.