იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
მოთხრობა
/
პროზა
/
ჩიტების გამომზამთრებელი
ჩიტების გამომზამთრებელი
რევაზ ინანიშვილი
2024 წელი |
რევაზ ინანიშვილის წიგნები
მოთხრობა
|
პროზა
185
ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამ პატარა წიგნში თავმოყრილია მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები - მოთხრობები და მინიატურები. მთხოვენ, თავადვე დავწერო ანოტაცია, ე.ი. რამდენიმე ფრაზით ვაუწყო მკითხველს, რას ეხება იგი, რა არის თქმული, ძირითადად , მოთხრობებსა და მინიატურებში. ეს იმდენად გავრცელებული თხოვნაა საგამომცემლო საქმიანობაში, დიდად უმადური უნდა იყოს ავტორი, ამაზე რომ უარი თქვას. მიუხედავად ამისა, მე მაინც უარს ვამბობ, უფრო სწორად შეუძლებლად მიმაჩნია მოკლე ანოტაციის დაწერა, და რატომ მიმაჩნია შეუძლებლად, აქვე შევუდგები განმარტებას. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ წიგნში შესული ნაწარმოებების რიცხვი სამოცდაცხრამეტია! ამ სამოცდაცხრამეტიდან კი, ჩემი აზრით, ორიც არ ეხება ერთსადაიმავე საკითხს. მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ მათ ავტორს ქვეყანაზე, აქვს პრეტენზია, რომ მისი მთლად მცირე ფორმის ქმნილებაც კი ეხება მრავალ საკითხსს, და თუკი ამ საკითხების გამოცალკევებას დავიწყებთ, ათობით მეტი წერილობითი ფართობი დაგვჭირდება, ვიდრე თვითონ ნაწარმოებს უკავია. ეს რომ ნამდვილად ასე არის, მე ავიღებ ერთ-ერთ უმცირესს თვით ჩემს მინიატურათა შორის - „თუშეთის მთებში“ - და რანდენიმე მოსაზრებას მოგახსენებთ მის ირგვლივ. აი, მთელი მინიატურა: „თუშეთის მთებში, ხრიოკ მიწაზე. გულაღმა ვგდივარ, ცხენისგან ნათრევი, დაჩეჩქვილი, თვალებში სისხლჩადედებული, და შევღიმი ჩემთან ჩამუხლულ, ხელებათახთახებულ, ატირებულ წითელ დედაბერს“. რაზეა, რა არის თქმული ამ მინიატურაში? პასუხი უნდა დავიწყოთ იმით, რომ გაირკვეს, ვინ არის ცხენიდან ჩამოვარდნილი, ნათრევი, დაჩეჩქვილი, ისიც - თუშეთის მთებში. „მე“ პირველი პირი, თითქმის არაფერს ნიშნავს, არ შეიძლება გაიგივევდეს იგი არც ავტორთან, რადგან სიტყვა „ავტორი“ კონკრეტულს ვერაფერს წარმოადგენინებს განსაკუთრებით მკითხველთა ფართო წრეს. მისთვის, ამ წრისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ნაწარმოებიდან ამომავალ სახეს, მის სოციალურ საწყისებს. ამგვარი სახის ამოსაკითხავად კი საჭიროა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მინიატურას, დავაკვირდეთ მისი თხრობის მანერას. მთხრობელის დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენასთან. მეორე პერსონაჟს - დედაბერს. და სხვა. ამგვარი დაკვირვება უთუოდ ცხადყოფს: 1. მთელი მინიატურა ერთი რთული, რიტმულად დაძაბული წინადადებითაა გადმოცემული. ეს მანერა მწიგნობრულია ე.ი. კაცი, ვინც თხრობს, წიგნიერი სამყაროდან არის მოსული, გონებით მომუშავეა. აქედან-ნათელია, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის იგი. 2. მთხრობელის დამოკიდებულება მომხდარ მოვლენასთან - საკუთარ თავზე დატეხილ უბედურებასთან - ირონიულია, ცინიკურიც კი. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია წიგნიერი კაცი, ინტელიგენტი, დაშავებულია მძიმედ, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, ღიმილითა და რაღაც კმაყოფილებითაც კი შესცქერის მასთან ჩამუხლულ, ატირებულ დედაბერს. რა ღიმილია ეს ღიმილი, რა კმაყოფილება გამოსჭვივის დაზარალებულის გამოხედვიდან? მე ასე ვკითხულობ - ცხენიდან ჩამოვარდნილი კაცი უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის, საკუთარი ყოფისა თუ ღვაწლის, ახლა სასჯელდადებულად გრძნობს თავს, და ეს სასჯელი უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას, რომელიც როგორც ცნობილია გაცილებით მძიმეა, ვიდრე ფიზიკური ტანჯვა. კიდევ უფრო მეტიც: -დასჯილს დასტირის მასთან ჩამუხლული წითელი დედაბერი. რატომ თვლი? რა არის ეს სიწითლე? ჯერ ერთი - თვით მინიატურაშია თქმული, რომ კაცს სისხლი აქვს ჩაქცეული, ჩაგუბებულ თვალებში, მეორეც - ზეიმურია სიწითლე დედაბერისა. რა არის ამ ტრაგიკულ სცენაში საზეიმო? თავისი თავის უკმაყოფილო კაცი ზეიმობს, რომ მას დასტირიან, ცრემლის ღირსად ხდიან. ტირის, თანაც, თუში დედაბერი, განსახიერება დედური სიყვარულისა, დედური სიკეთისა. იბადება შემდგომი კითხვა: რით უნდა იყოს გამოწვეული კრახი, - პერსონაჟის უმოქმედობით, თუ უგზო მოქმედებით. უმოქმედო კაცი თუშეთის მთებში არ დაიწყებს ცხენის ჭენებას. უმოქმედო კაცი ტკბობამდე ვერ აღიქვამს თავზე დატეხილ უბედურებას. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია ტემპერამენტიანი, მაგრამ უგზო მოქმედების კაცი. დედაბერი? რატომ დასტირის ამ უგზო კაცს დედაბერი? ზემოთ უკვე ითქვა - იგი განასახიერებაა დედური სიყვარულისა და სიკეთისა, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიოგრაფიის კაცი გდია მის წინ, მთავარია, რომ მოდის დედების რისხვა, - უდროო სიკვდილი. ასეთ დროს უნდა იტიროს დედამ, და ტირის კიდეც, თანაც , უთუოდ ყველა დედის მაგივრადაც. კიდევ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა მსგავსი გამორჩევანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქამდე თქმულიც საკმარისი უნდა იყოს ჩემი ახირებული უარის გამართლებისათვის. სახელდობრ-ტრადიციულ ანოტაციას რომ არ ვწერ. ამასთან ერთად, ცოტა უხერხულიცაა ამგვარ წვრილმანებზე ესევითარი დაბეჯითებით ლაპარაკი ჩვენს განათლებულ დროში. ეს ხომ ყველამ უნდა იცოდეს, და ალბათ, იცის კიდეც. მთხოვენ აგრეთვე , განვმარტო - რატომ ვაერთიანებ ერთი სათაურის ქვეშ, თანაც არცთუ მაინცდამაინც გამოსაჩინებელი მოთხრობის სათაურის ქვეშ მთელ წიგნს - „ჩიტების გამომზამთრებელი“. ჯერ ერთი - მეჩვენება, რომ იგი სასიამოვნოდ ჟღერს. მეორეც - იმ წლებში, როცა ეს წიგნი იქმნებოდა, ჩიტების გამომზამთრებელის თვალით ვუყურებდი ცხოვრებას. კარგია ეს თუ ცუდი, თქვენ განსაჯეთ. და ბოლოს - ნუთუ არ შეიძლება ორიოდე სიტყით გადმოიცესო პრინციპი მაინც, რომლითაც ჩემი მოთხრობები და მინიატურები იქმნებოდა. ძალიან, ძალიან ზოგადად-კი. მიდიხარ ცხოვრებაში ვიღაც კარგი, მშვენიერი ადამიანებისკენ, და როგორც მინდორში, ანდა ტყეში საინტერესო და ლამაზია მრავალი ხე, მრავალი ბუჩქი, ყვავილი, დაწინწკლული პაწაწინა მწერი მწვანე ფოთოლზე. საინტერესო და ლამაზია უამრავი რამ ადამიანთა შორისაც. და როგორც კი ასეთ რამეს მოჰკრავ თვალს, მოუთმენლობა გიპყრობს, მიაწვდინო ყოველივე მათაც, ვისკენაც გამუდმებით ისწრაფი. ეს არის და ეს. ავტორისგან
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
სად ცხოვრობს მე...
რევაზ ინანიშვილი
10
ყიდვა
შორი თეთრი მწვე...
რევაზ ინანიშვილი
10
ყიდვა
კეთილი მიწა
რევაზ ინანიშვილი
10
ყიდვა
ქაღალდის ტყვია
აკა მორჩილაძე
5.5
ყიდვა
ექვსი სიზმარი
დავით ქართველიშვილი
4.1
ყიდვა
თაგვის გემო
ბესო ხვედელიძე
4.9
ყიდვა
ოთხი მოთხრობა
დავით ქართველიშვილი
3.5
ყიდვა
თამაში რევოლვერ...
გიგი სულაკაური
4.5
ყიდვა
ფოტომამები
შოთა იათაშვილი
4.9
ყიდვა
იანვრის მდინარე
თეონა დოლენჯაშვილი
4.5
ყიდვა
HOMO TOTUS
ხათუნა თავდგირიძე
4.5
ყიდვა
უხურდავებელი მო...
ზურაბ ლეჟავა
4.9
ყიდვა
ნოეს მტრედები
დათო ქარდავა
4.5
ყიდვა
შიშველი მეფე
რატი რატიანი
1.99
ყიდვა
ვარმშტადული პარ...
ჯაბა ზარქუა
4.8
ყიდვა
მესამე სართული
ლაშა ბუღაძე
4
ყიდვა
მესამე სართული
ლაშა ბუღაძე
წიგნი ამბა ბესა...
ბესიკ ხარანაული
4
ყიდვა
ბამბაზიის სამოთ...
ნინო სადღობელაშვილი
2
ყიდვა
ბავშვის ნაკბენი...
ზურაბ ლეჟავა
8.4
ყიდვა
წიგნი
აკა მორჩილაძე
4.8
ყიდვა
ანესთეზია
ეკატერინე ტოგონიძე
4
ყიდვა
ხიზნები კომანის...
ცირა ყურაშვილი
5
ყიდვა
სინაღდე სიყალბი...
ზურაბ ლეჟავა
4.8
ყიდვა
ყიფლიბანდი
ზვიად კვარაცხელია
2.5
ყიდვა
არგენტინული პიტ...
სანდრო ნავერიანი
5.5
ყიდვა
მადლის ქვა
მიხო მოსულიშვილი
3.6
ყიდვა
ყველას უყვარს მ...
მიშა ბახსოლიანი
3.2
ყიდვა
ფეისკონტროლი
ნინო გუგეშაშვილი
1.95
ყიდვა
მატარებლის მოსვ...
ბაჩო კვირტია
3.9
ყიდვა
რეისი ლონდონი -...
ბესო სოლომონაშვილი
2.6
ყიდვა
დაუმთავრებელი ა...
გელა ჩქვანავა
6.5
ყიდვა
ქიშმიშიანი ამბე...
მაკა ლდოკონენი
1.95
ყიდვა
სათაური 37-ე გვ...
ნინო თარხნიშვილი
3.25
ყიდვა
ზამორა (სნაიპერ...
ბესო სოლომონაშვილი
1.95
ყიდვა
კონკიას ღამე
კოტე ჯანდიერი
5.15
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამ პატარა წიგნში თავმოყრილია მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები - მოთხრობები და მინიატურები. მთხოვენ, თავადვე დავწერო ანოტაცია, ე.ი. რამდენიმე ფრაზით ვაუწყო მკითხველს, რას ეხება იგი, რა არის თქმული, ძირითადად , მოთხრობებსა და მინიატურებში. ეს იმდენად გავრცელებული თხოვნაა საგამომცემლო საქმიანობაში, დიდად უმადური უნდა იყოს ავტორი, ამაზე რომ უარი თქვას. მიუხედავად ამისა, მე მაინც უარს ვამბობ, უფრო სწორად შეუძლებლად მიმაჩნია მოკლე ანოტაციის დაწერა, და რატომ მიმაჩნია შეუძლებლად, აქვე შევუდგები განმარტებას. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ წიგნში შესული ნაწარმოებების რიცხვი სამოცდაცხრამეტია! ამ სამოცდაცხრამეტიდან კი, ჩემი აზრით, ორიც არ ეხება ერთსადაიმავე საკითხს. მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ მათ ავტორს ქვეყანაზე, აქვს პრეტენზია, რომ მისი მთლად მცირე ფორმის ქმნილებაც კი ეხება მრავალ საკითხსს, და თუკი ამ საკითხების გამოცალკევებას დავიწყებთ, ათობით მეტი წერილობითი ფართობი დაგვჭირდება, ვიდრე თვითონ ნაწარმოებს უკავია. ეს რომ ნამდვილად ასე არის, მე ავიღებ ერთ-ერთ უმცირესს თვით ჩემს მინიატურათა შორის - „თუშეთის მთებში“ - და რანდენიმე მოსაზრებას მოგახსენებთ მის ირგვლივ. აი, მთელი მინიატურა: „თუშეთის მთებში, ხრიოკ მიწაზე. გულაღმა ვგდივარ, ცხენისგან ნათრევი, დაჩეჩქვილი, თვალებში სისხლჩადედებული, და შევღიმი ჩემთან ჩამუხლულ, ხელებათახთახებულ, ატირებულ წითელ დედაბერს“. რაზეა, რა არის თქმული ამ მინიატურაში? პასუხი უნდა დავიწყოთ იმით, რომ გაირკვეს, ვინ არის ცხენიდან ჩამოვარდნილი, ნათრევი, დაჩეჩქვილი, ისიც - თუშეთის მთებში. „მე“ პირველი პირი, თითქმის არაფერს ნიშნავს, არ შეიძლება გაიგივევდეს იგი არც ავტორთან, რადგან სიტყვა „ავტორი“ კონკრეტულს ვერაფერს წარმოადგენინებს განსაკუთრებით მკითხველთა ფართო წრეს. მისთვის, ამ წრისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ნაწარმოებიდან ამომავალ სახეს, მის სოციალურ საწყისებს. ამგვარი სახის ამოსაკითხავად კი საჭიროა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მინიატურას, დავაკვირდეთ მისი თხრობის მანერას. მთხრობელის დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენასთან. მეორე პერსონაჟს - დედაბერს. და სხვა. ამგვარი დაკვირვება უთუოდ ცხადყოფს: 1. მთელი მინიატურა ერთი რთული, რიტმულად დაძაბული წინადადებითაა გადმოცემული. ეს მანერა მწიგნობრულია ე.ი. კაცი, ვინც თხრობს, წიგნიერი სამყაროდან არის მოსული, გონებით მომუშავეა. აქედან-ნათელია, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის იგი. 2. მთხრობელის დამოკიდებულება მომხდარ მოვლენასთან - საკუთარ თავზე დატეხილ უბედურებასთან - ირონიულია, ცინიკურიც კი. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია წიგნიერი კაცი, ინტელიგენტი, დაშავებულია მძიმედ, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, ღიმილითა და რაღაც კმაყოფილებითაც კი შესცქერის მასთან ჩამუხლულ, ატირებულ დედაბერს. რა ღიმილია ეს ღიმილი, რა კმაყოფილება გამოსჭვივის დაზარალებულის გამოხედვიდან? მე ასე ვკითხულობ - ცხენიდან ჩამოვარდნილი კაცი უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის, საკუთარი ყოფისა თუ ღვაწლის, ახლა სასჯელდადებულად გრძნობს თავს, და ეს სასჯელი უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას, რომელიც როგორც ცნობილია გაცილებით მძიმეა, ვიდრე ფიზიკური ტანჯვა. კიდევ უფრო მეტიც: -დასჯილს დასტირის მასთან ჩამუხლული წითელი დედაბერი. რატომ თვლი? რა არის ეს სიწითლე? ჯერ ერთი - თვით მინიატურაშია თქმული, რომ კაცს სისხლი აქვს ჩაქცეული, ჩაგუბებულ თვალებში, მეორეც - ზეიმურია სიწითლე დედაბერისა. რა არის ამ ტრაგიკულ სცენაში საზეიმო? თავისი თავის უკმაყოფილო კაცი ზეიმობს, რომ მას დასტირიან, ცრემლის ღირსად ხდიან. ტირის, თანაც, თუში დედაბერი, განსახიერება დედური სიყვარულისა, დედური სიკეთისა. იბადება შემდგომი კითხვა: რით უნდა იყოს გამოწვეული კრახი, - პერსონაჟის უმოქმედობით, თუ უგზო მოქმედებით. უმოქმედო კაცი თუშეთის მთებში არ დაიწყებს ცხენის ჭენებას. უმოქმედო კაცი ტკბობამდე ვერ აღიქვამს თავზე დატეხილ უბედურებას. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია ტემპერამენტიანი, მაგრამ უგზო მოქმედების კაცი. დედაბერი? რატომ დასტირის ამ უგზო კაცს დედაბერი? ზემოთ უკვე ითქვა - იგი განასახიერებაა დედური სიყვარულისა და სიკეთისა, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიოგრაფიის კაცი გდია მის წინ, მთავარია, რომ მოდის დედების რისხვა, - უდროო სიკვდილი. ასეთ დროს უნდა იტიროს დედამ, და ტირის კიდეც, თანაც , უთუოდ ყველა დედის მაგივრადაც. კიდევ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა მსგავსი გამორჩევანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქამდე თქმულიც საკმარისი უნდა იყოს ჩემი ახირებული უარის გამართლებისათვის. სახელდობრ-ტრადიციულ ანოტაციას რომ არ ვწერ. ამასთან ერთად, ცოტა უხერხულიცაა ამგვარ წვრილმანებზე ესევითარი დაბეჯითებით ლაპარაკი ჩვენს განათლებულ დროში. ეს ხომ ყველამ უნდა იცოდეს, და ალბათ, იცის კიდეც. მთხოვენ აგრეთვე , განვმარტო - რატომ ვაერთიანებ ერთი სათაურის ქვეშ, თანაც არცთუ მაინცდამაინც გამოსაჩინებელი მოთხრობის სათაურის ქვეშ მთელ წიგნს - „ჩიტების გამომზამთრებელი“. ჯერ ერთი - მეჩვენება, რომ იგი სასიამოვნოდ ჟღერს. მეორეც - იმ წლებში, როცა ეს წიგნი იქმნებოდა, ჩიტების გამომზამთრებელის თვალით ვუყურებდი ცხოვრებას. კარგია ეს თუ ცუდი, თქვენ განსაჯეთ. და ბოლოს - ნუთუ არ შეიძლება ორიოდე სიტყით გადმოიცესო პრინციპი მაინც, რომლითაც ჩემი მოთხრობები და მინიატურები იქმნებოდა. ძალიან, ძალიან ზოგადად-კი. მიდიხარ ცხოვრებაში ვიღაც კარგი, მშვენიერი ადამიანებისკენ, და როგორც მინდორში, ანდა ტყეში საინტერესო და ლამაზია მრავალი ხე, მრავალი ბუჩქი, ყვავილი, დაწინწკლული პაწაწინა მწერი მწვანე ფოთოლზე. საინტერესო და ლამაზია უამრავი რამ ადამიანთა შორისაც. და როგორც კი ასეთ რამეს მოჰკრავ თვალს, მოუთმენლობა გიპყრობს, მიაწვდინო ყოველივე მათაც, ვისკენაც გამუდმებით ისწრაფი. ეს არის და ეს. ავტორისგან
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ჩიტების გამომზამთრებელი
ავტორი:
რევაზ ინანიშვილი
გამომცემელი:
რევაზ ინანიშვილის წიგნები
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
135
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
185
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[1]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
ჩიტების გამომზამთრებელი
რევაზ ინანიშვილი
185
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
10
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
მეზღაპრეები და ბრძენკაცები
ქვის უდაბნოში
იმედი
ორმოცდაათი წლის მამაკაცი
ჩიტების გამომზამთრებელი
დედუნა
ლამაზი ცრემლები
დედები
ძველი ქართველი ქალი
მეშრომე
ხელისგულებით ნალესი ქოხი
ცოცხალი ჯვრები
მარტოობის სიმღერა
მიტოვებული ბაღი
ჩაჩაურის წასვლა
მომღერალი სახლი
ვენახი
ობლები
ზამთარში, საღამოობით...
უბედენთიანების უკანასკნელი აფეთქება
დამხასიათებელი
საბრალო ბიძაჩემი
ცეტები
დიღმის ბოლოზე
ოჩოპინტრე
ბღუკები
ორი წერილი
მოხეტიალეები
თოვლის თეთრი შუქი
ზამთრისპირის სევდა
გზის გასაბრუნი
ტყე
ღამეულ ტყეში
ტრიტონები
სიბერის კარიბჭესთან
კალატოზი
მთვარე
ჩვენი სახლი
ლამაზები
შვებულება
ჩურჩული ტელეფონში
ტურები ჩირგვებში
დამალობანა ნიავთან
სიზმარი
ჯადოქრები
კეთილი მიწა
ია
დარეჯანი
გადატრიალება
ჩვიდმეტი წლისანი
მერი
გმინვა
ივანე
ზარი კახეთში
იდილია
ელისაბედი
თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე
პანი
კეთილო
ჩემი თებერვალი
შურისმგებლები
პეიზაჟი
არქაიკა
მართა
თუშეთის მთებში
ბაღათერა
ფშავლები
ძილა
ბოთა
კოლია
ომი
ალერსი შიშიანობის დროს
ოფიცერი
დაღლა
ნახნავები
შემოდგომის დღე
ძველი რიტმებიდან
ზამთრის დილა
წისქვილი ქალაქის გარეუბანში
მეზღაპრეები და ბრძენკაცები
დადგებოდა
გიორგობისთვე,
დაიწყებოდა
წვიმები,
მერე
-
ქრისტეშობისთვე,
მოიყოლებდა
ყინვასა
და
თოვლს.
შეიბუდებოდნენ
შინ
ადამიანებიც,
საქონელიც,
გატკბებოდა
ცეცხლი,
ცეცხლისპირას
-
მასლაათი.
გაიმართებოდნენ
წელში
მეზღაპრეები,
ვისაც
არ
უნდა
მისდგომოდნენ,
ყველას
უხაროდა
მათი
სტუმრობა.
შეეგებებოდნენ
კარშივე,
მიიპატიჟებდნენ
ბუხართან,
დაბალი
ტაბლის
თავში.
დაჯდებოდა
მეზღაპრეც,
ჩაახველებდა,
ყელს
ჩაიწმენდდა,
მოხალვათდებოდა.
დაუსხდებოდნენ
წინ
ბავშვები,
უფრო
მოშორებით
-
მრთველ-მქსოველი
ქალები.
დაუსხამდნენ
ღვინოს,
ასწევდა
მეზღაპრეც
ჭიქას,
სვამდა
ცოტ-ცოტას,
გამოზოგვით,
ატანდა
მისატანებელს
და
ყვებოდა
ტკბილადსასმენ
ამბებს:
როგორ
გახდა
ღარიბი
დედაბრის
შვილი
დიდხელმწიფის
სიძე,
როგორ
შეირთო
დედინაცვლის
მიერ
მოძულებული
გოგო
უფლისწულმა,
როგორ
დაისაჯა
ბოროტი
ვეზირი
და
როგორ
შეისხეს
ფრთები
ცეცხლზე
დადებულმა
კაკაბმა
და
ხოხობმა.
„
-
აგრე,
კაკაბოო?
აგრე,
ხოხობოო?
-
დიახ,
ბატონოო.
-
მაშ
თუ
აგრეა,
შეისხით
ფრთები
და
გაფრინდით.
გასკდი,
ფურის
ტყავო,
და
გამოდი,
დედაჩემოო.
შეისხეს
ფრთები
კაკაბმა
და
ხოხობმა
და
გაფრინდნენ,
გასკდა
ფურის
ტყავი
და
გამოვიდა
დედამისი“.
მხოლოდ
ოჯახის
უფროსი,
სოფელში
პატივდებული
ბრძენკაცი
არ
იზიარებდა
ბავშვებისა
და
ქალების
სიხარულს.
ვითომდა
გადაუდებელი
საქმით
გართული,
გვერდულად
თუ
გამოხედავდა
მეზღაპრეს
და
ნაძალადევ
ღიმილს
უწყალობებდა
მოსვლისას
და
წასვლისას.
მაგრამ
არც
მეზღაპრე
რჩებოდა
ვალში
-
ისიც
ორლესულ
ღიმილსა
და
ამოუცნობ
მუქარას
აგებებდა
ბრძენკაცს.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
ასე
იყო
წინათ,
ასე
არის
ახლაც.
დადიან
და
დააქვთ
ორლესული
ღიმილი
და
ამოუცნობი
მუქარა
საცოდავ
მეზღაპრეებს.
და
არავინ
იცის,
რა
იქნება
ბოლოს.