ანტიმიმინო
ჩემს ქართველ მკითხველს
გამარჯობა! თავიდანვე მინდა გითხრა, რომ ჩემი ერთადერთი გზავნილი წიგნის სათაურია, „ანტიმიმინო“, დანარჩენი შენთან დაახლოების მცდელობებია. ეს სათაური სპეციალურად ქართულენოვანი კრებულისთვის შეირჩა. და რატომ ანტიმიმინო? ფრიად მარტივი ამბავია. „მიმინო“ ხომ გახსოვს? „ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტი“ - ბუბასა და ფრუნზიკის გმირები, დონ კიხოტისა და სანჩოს მსგავსად, არსებითად ორი ინფანტილური რომანტიკოსია, რომლებსაც რუსები გადაარჩენენ (გამოუცდელი ადვოკატი გოგონა, მფარველ-ფრანტავიკის პერსონაჟი და ა.შ.). მშვენივრად არის წარმოდგენილი დიდი ხნის წინ, დანელიამდე ბევრად ადრე, შემუშავებული სომხურ-ქართული „ძმობის“ იმპერიული ფორმულა, სადაც რუსების გარეშე დაკარგულები ვართ. ცუდი ისაა, რომ ეს „მიმინოშინა“ დღემდე აქტუალურია, რადგან ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ სომხურ-ქართული „საუკუნოვანი მეგობრობის“ სადღეგრძელოების დონის მიღმა ახლებურად გააზრება. უფრო დამაჯერებელი და პოპულარული ფილმის გადაღება ვერ მოხერხდა, ვერ გავცდით „მიმინოს“. ამ სამწუხარო ფაქტის საწინააღმდეგოდ ჩემი პირველი ნათარგმნი წიგნიღა მრჩება, რომლის სათაური მხოლოდ ახლებურად დამეგობრების მოწოდებაა ამჯერად, რუსეთისა თუ სხვა იმპერიის მფარველობის გარეშე.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!