***
კარი უნდა გამოაღო. და მოხურო.
ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს.
არც სუნთქვა.
აი, როგორ უნდა მოიქცე სახლიდან გასვლისას:
დაკეტე სამზარეულოს ფანჯარა.
გამორთე ქურა.
ჩაისუნთქე.
სასტუმრო ოთახის იატაკიდან ავტობუსის ბილეთი აიღე.
გადი საძინებელში, საიდანაც ორადგილიანი საწოლი, რომელიც აღარ გჭირდებოდა, სატვირთო მანქანაშია გადატანილი.
ლოგინის ადგილას, იატაკზე, კატის სისხლს ამჩნევ.
სუნთქვა არ დაგავიწყდეს.
შუქი ჩააქრე. კარი ჩაკეტე.