პროლოგი სახლი, აზიდული არსობის ნისლიდან
სასახლეს ჰგავს, სამართებლის პირივით
მრავალშრიანს,
შენს მაჯაში მოქცეული
რომ ინარჩუნებს წონასწორობას.
ფანჯრის სიმაღლიდან გაჰყვირი:
- დუღაბი მოიტანეთ კალატოზებო!
ზანტად ლივლივებენ კალატოზები,
სიფრიფანა ხარაჩოებზე.
ჩასძინებია შვიდ ახალგაზრდა მგელს,
დრუნჩი მიუბჯენიათ ზღურბლზე.