***
ეს რომანი ეძღვნება იმ მამაც ქალებს, რომლებიც ვიეტნამში მსახურობდნენ; ქალებს, რომელთა უმრავლესობა იქ მოწყალების დად მსახურობდა, ოჯახებში მეორე მსოფლიო ომის შესახებ ამაყად ნაამბობი გმირული ამბებით იყვნენ აღზრდილი და როცა სამშობლომ უხმო, ომში წავიდნენ.
ხშირ შემთხვევაში ისინი შინ ბრუნდებოდნენ და ხვდებოდათ ქვეყანა, რომელსაც სრულიად არ ადარდებდა მათი სამსახური, იმ სამყაროში, რომელსაც მათი გამოცდილება არ აინტერესებდა; მათი ომის შემდგომი ისტორიები და ამბები მეტისმეტად ხშირად ავიწყდებოდათ, ან განიკითხავდნენ კიდეც.
ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ნათელი მომეფინა მათი სიძლიერისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და მამაცობისთვის. უზომო სიამაყით ვივსები, როდესაც მახსენდება ყველა ვეტერანი, ომის ტყვე, უგზო-უკვლოდ დაკარგული და მათი ოჯახის წევრები. მეამაყება ის მედპერსონალიც, რომელიც პანდემიას ებრძოდა და ძალისხმევას არ იშურებდა, სხვებს რომ დახმარებოდა. გმადლობთ!