*** ამ წიგნის ავტორი კურტ ვონეგუტი, გერმანული წარმოშობის მეოთხე თაობის ამერიკელი, რომელიც ახლა თავის გემოზე ცხოვრობს კეიპ-კოდზე (და ძალიან ბევრს ეწევა), ოდესღაც, ამერიკის ქვეით ჯარში მსახურობისას, ტყვედ ჩავარდნილი, დრეზდენის - "ელბის ფლორენციის" - დაბომბვას შეესწრო, მაგრამ გადარჩა, რომ მერე ეს ამბავი მოეყოლა.
ეს რომანი, პლანეტა ტრალფამადორის ამბებისა არ იყოს, იმ ტრალფამადორის, საიდანაც მფრინავი თეფშები გვსტუმრობენ ხოლმე, ტელეგრაფიულ-შიზოფრენიული სტილითაა დაწერილი.
მშვიდობა ყველას.