* * * აქრონია არ არის ეპოქათა ნებისმიერი თანაარსებობა, არამედ უფრო მათი ერთმანეთშიმყოფობა, შტატივის მსგავსად, ისეთი სტრუქტურების მწკრივი, რომელიც სულ უფრო და უფრო პატარავდება. შეგვიძლია ისინი გარმონივით გავწელოთ, მაშინ ერთი ბოლოდან მეორემდე ძალიან შორი იქნება, თუმცა შესაძლებელია რუსული მატრიოშკებივით მათი ერთმანეთში ჩაწყობაც და მაშინ ეპოქათა კედლები ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდება. სხვა საუკუნის ადამიანები გაიგონებენ ჩვენი გრამოფონის ღრიალს, ჩვენ კი საუკუნეების კედლებს მიღმა დავინახავთ, როგორ იწვდიან ისინი ხელს გემრიელად მომზადებული კერძისკენ.
ელიზაბეთ ლენკი