შავი ყვავი ის სამყაროსავით ძველი და ბრძენია.
დესპანია, მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც განაჩენი ცნობილია.
მისი თვალები სარკეებია, რომლებშიც მოკვდავთა მოუნანიებელი ცოდვები მარხია.
ის ხედავს სისხლსა და ხორცს მიღმა მომწყვდეულ სულს – შენს ნამდვილ „მე“-ს.
ის ყოველთვის ფხიზლობს.
ის ამ ქვეყანასა და მიღმიერს შორის აღმართული კარიბჭის მცველია.
აქ არის: სიცოცხლესა და სიკვდილს შორის,
ცოდვასა და სასჯელს შორის,
ცხადსა და სიზმარს შორის...
ის ერთგულთა და მართალთა საფლავების დარაჯია.
მისი ეშინიათ მხოლოდ მათ, რომელთაც ახსოვთ საკუთარი დანაშაული,
მათ, რომელთაც გული დაიბინძურეს,
მათ, რომელთაც სიყვარულს უღალატეს,
მათ, რომელთაც ჯერ არ უზღავთ თავიანთი
ცოდვებისთვის.
როცა შავი ყვავი მოდის, სამართალი ხორცს ისხამს,
ცოცხლდება და დამნაშავის ბედისწერის კართან იმართება.