იტვირთება...

სტრამერი

მიკოლაი ლოზინსკი

2025 წელი | ინტელექტი
57 ნახვა
2
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
20
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პირადი დრამები, სიყვარული და განშორება, ბედნიერებასა და სამართლიან სამყაროზე ოცნება, რომელსაც მძიმე რეალობა უპირისპირდება. ნათან სტრამერი ნიუ-იორკში წარუმატებელი ემიგრაციიდან 1900 წელს პოლონეთში ბრუნდება და სიყმაწვილის სიყვარულთან, რივკასთან ერთად მრავალშვილიან ოჯახს ქმნის. სანამ რივკა ზღვის პირას გასეირნებაზე ოცნებობს, ფიქრებით ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მყოფი ნათანი კი იმ ერთ სარფიან გარიგებას დაეძებს, რომელიც ერთოთახიან ბინაში შეყუჟულ მის პატარა, ებრაულ ოჯახს კეთილდღეობამდე მიიყვანს, მათი ექვსი შვილი თვალსა და ხელს შუა იზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს: რენას ცოლიანი მამაკაცი უყვარდება, რუდეკი კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტია, ჰესიო და სალეკი კომუნიზმით არიან გატაცებული, ხოლო ნაბოლარები, ველა და ნუსეკი მოუთმენლად ელიან, როდის გახდებიან სრულწლოვნები. სტრამერების ღარიბულ, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით აღსავსე ოჯახში თანდათან იპარება რაღაც, რასაც თითოეული მათგანი გრძნობს, მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა უჭირს. რომანი ორ მსოფლიო ომს შორის ტარნოვში მცხოვრებ ებრაულ ოჯახზე თითქოს წინასწარ არის განწირული სევდიანობისა და ტრაგიკული ფინალისთვის, მაგრამ მიკოლაი ლოზინსკი ახერხებს, რომ თავისი გმირებისადმი დღევანდელობისთვის უჩვეულო სითბოთი და თანაგრძნობით, თან კი მსუბუქი იუმორით გაფანტოს ის შავი ფერი, სიმძიმე და ტრაგიზმი, რომელიც იმდროინდელ მოგონებებს ახლავს თან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941319112
სათაური:
სტრამერი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
თარგმანი:
პოლონურიდან
მთარგმნელი:
კატია ვოლტერსი
გვერდები:
512
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
57
რეიტინგი:
2
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
2
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]