*** „ქალიშვილი“ იმდენად არის დოკუმენტური წიგნი, რამდენადაც ეს მხატვრული ნაწარმოებისთვის არის შესაძლებელი. ყოველი დიალოგი მართლაც შედგა, ყოველი ეპიზოდი მართლაც მოხდა, ოღონდ სხვაგან და სხვა თანამიმდევრობით. ყოველი გმირის უკან რეალური პროტოტიპი დგას. ერთადერთი გამონაკლისი ბებიაა – საერთო ეროვნული ბებია, ბებო, რომელიც ყოველ ჩვენგანს ჰყავს. ავტორი ემადლიერება ყველას, ვინც დაუშურებლად უზიარებდა ამბებს და ამდიდრებდა მის წარმოსახვასა და გამოცდილებას; ყველას, ვისაც 2014 წლის ეკლიან გზებზე შეხვედრია. იმ წელმა ყოველ ჩვენგანს სამუდამო დაღი დაასვა, რომლის მეშვეობითაც ბრბოში ჩვენიანებს ვცნობთ.
ტამარა დუდა