წინასიტყვაობა "ბარდო თჰოდოლი", დასავლეთში ტიბეტური სიკვდილის წიგნად ცნობილი, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტექსტია. იგი გვიხსნის იმ შუალედურ მდგომარეობებს, რომლებსაც ადამიანი გარდაცვალების შემდეგ განიც დის. გვიზიარებს ცნობიერების ექვს განზომილებას, სა დაც შიში, სინათლე, ტანჯვა და ნათელღება იშლება, ქრება, ან სულაც ერთიანდება. ბარდო არა მხოლოდ ბუდისტურ მეტაფიზიკას, არამედ ადამიანის უნივერსალურ გამოცდილებას ასახავს.
ტექსტის ისტორია მასავით იდუმალია. ის VIII საუკუნეში, ტიბეტში ბუდიზმის დამამკვიდრებელმა გურუ პადმასამბჰავამ (გურუ რინპოჩემ) შექმნა და მისმა მოწაფემ, იეშე ცოგიალიმ ჩაიწერა. მოგვიანებით ტექსტი დამალეს, როგორც "ტერმა" – სულიერი საგანძური, რათა მომავალ თაობას გადასცემოდა მაშინ, როცა ის ადამიანებისთვის საჭირო გახდებოდა. ასწლეულების შემდეგ, XIV საუკუნეში, ცნობილმა კარმა ლინგპამ ხელნაწერი ტიბეტის აღმოსავლეთით, გომანგის მთებზე აღმოაჩინა და ხელახლა გააცოცხლა. საუკუნეების განმავლობაში "ბარდო თჰოდოლი" საიდუმლო დოქტრინად მონასტრებში ინახებოდა, რომელსაც მხოლოდ შერჩეულ ბერებს ასწავლიდნენ გარდაცვალების ჟამისთვის.
დასავლურ კულტურაში ტექსტის თარგმანმა განსაკუთრებული გამოხმაურება განაპირობა. XX საუკუნის დასაწყისში პირველად ინგლისურად ვოლტერ ი. ევანს-ვენცმა თარგმნა, რო მელმაც მას "ტიბეტური სიკვდილის წიგნი" უწოდა და ასე დაამკვიდრა დასავლურ ცნობიერებაში. მოგვიანებით, კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიურმა კომენტარმა ტექსტი ფსიქიკის რუკად გარდაქმნა და ბარდო აღმოსავლურ მისტიციზმსა და დასავლურ ფსიქოლოგიას შორის არსებულ ხიდად აქცია.
ჰით-თაობისა და ბიტ-პოეტებისთვის, ალენ გინზბერგისა და ტიმოთე ლირისათვის წიგნი გარდამავალ განზომილებათა გზამკვლევი აღმოჩნდა, ცნობიერების ახალი სივრცეების აღმოსაჩენად.
"ბარდო თჰოდოლის" სტრუქტურა იმგვარი სიზუსტითაა მოქსოვილი, რომ თითოეული ტერმინი საჭიროებდა მეტა ფიზიკურ და პოეტურ წონასწორობას. თარგმნისას ჩემი მიზანი არა მხოლოდ ქართულად გარდასახვა, არამედ მისი სულიერი განზომილების შენარჩუნება გახლდათ, რათა ქართველი მკითხველი ტექსტის ცოცხალ ენერგიას შეეხოს.
გამოცემის ქართულ კომენტარზე გია ეძგვერაძესთან დია ლოგის ფორმატში ვიმუშავე, რაც ვფიქრობ, ტექსტს მეტად ხელშესახებად აქცევს. დასავლეთში ცნობილი ქართველი მხატ ვრისა და მოაზროვნის ტიბეტური და, ზოგადად, ბუდის ტური ფილოსოფიის ცოცხალი განცდა თანამედროვე ინტერპრეტაციებს აერთიანებს, რაც შუნიათას (სიცარიელის) ცნების ახლე ბური და ბარდოს შუალედური მდგომარეობების ხელახალი გააზრებით ამდიდრებს ქართულ გამოცემას.
ქართულ კულტურულ სივრცეში, სადაც აღმოსავლურ და დასავლურ მისტიკურ ტრადიციებს შორის დიალოგი იშვიათია, "ბარდო თჰოდოლის" ქართულენოვანი გამოცემა გადებს ხიდს არა მხოლოდ ტექსტების, არამედ ცნობიერების გამოცდილებებს შორის. ქართველი მკითხველისთვის "ბარდო თჰოდოლი" განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენს კულტურაში გარდაცვალების თემა იშვიათად სცდება რელიგიურ რიტუალებს და თითქმის არ ეხება ცნობიერების შუალედურ მდგომარეობებს. ტექსტის სწავლება გვიხსნის გზას, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ერთ მთლიანობად ერთიანდება, შიში კი თავისუფლების შესაძლებლობად გარდაიქმნება. ამ წიგნით პირველად ვეხებით იმ სიღრმეს, რომელსაც ტიბეტური ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში ინახავდა და რომელიც ადამიანის უნივერსალურ გამოცდილებას ახალ სინათლეს უძღვნის.
მარიამ თოიძე