„ვერ გამტეხ!“ დაისახეთ თამამი მიზნები
ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობ.
ეს წიგნი პირველად თინეიჯერობის ასაკში წავიკითხე, მეორედ კი – 7-8 წლის შემდეგ და ის ჩემთვის გამორჩეულად ახლობელი წიგნი გახდა.
გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს! – აი, დასკვნა, რომელსაც ეს წიგნი გიკარნახებთ, ისევე, როგორც ამავე სულისკვეთების მსოფლიო ბესტსელერი „ვერ გამტეხ“. თუ თქვენ ეს ორი წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, წინ მათი პირველად წაკითხვის სიამოვნება გელით.
რომანი „ნამდვილი ადამიანის ამბავი“ ამ გამოცემაში შემოკლებული და გარკვეულწილად ადაპტირებულიცაა გასაგები მიზეზის გამო – ორიგინალი ტექსტი გაჯერებულია საბჭოთა პროპაგანდით. მაგრამ წიგნში სრულად არის შენარჩუნებული თავად მთავარი გმირის უნიკალური ამბავი, რომელიც ნებისმიერ მკითხველს ადამიანის შესაძლებლობათა უსაზღვროებაში დაარწმუნებს.
ადამიანს იმაზე ბევრად მეტი სირთულის გადალახვა შეუძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მთავარია, ირწმუნოს საკუთარი ძალა და გულით მოინდომოს – ეს არის ამ წიგნის მთავარი იდეა.
დაისახეთ თამამი მიზნები და მთელი არსებით მოინდომეთ მათი რეალობად ქცევა. ასე ნამდვილად შეძლებთ უდიდესი დაბრკოლებები გადალახოთ და წარმოუდგენელი გამარჯვებები მოიპოვოთ.
ირაკლი თევდორაშვილი
„პალიტრამედიის“ დამფუძნებელი