იტვირთება...

სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება და ტელეჟურნალისტიკა. ვიზუალური თხრობის გზამკვლევი

ფრედ შუკი

10,949 ნახვა
5
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ყოველწლიურად კლებულობს ტრადიციული გაზეთების მკითხველთა და სატელევიზიო ახალი ამბების მაყურებელთა რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები სწორედ ბეჭდვითი მედიისა და ტელევიზიის უნიკალური ძლიერი მხარეების ათვისებით ცდილობენ თანამედროვე ჭირვეული და მოუთმენელი მომხმარებლის მოზიდვასა და შენარჩუნებას. რა არის ეს ძლიერი მხარეები? სწორედ ყველაფერი ის, რაზედაც გამახვილებულია ყურადღება „სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადებისა და ტელეჟურნალისტიკა: ვიზუალური თხრობის გზამკვლევი” ამ, მეექვსე გამოცემაში. აქცენტები ამ წიგნის ბაზარზე არსებობის მთელი ოცდახუთწლიანი ისტორიის მანძილზე დიდად არ შეცვლილა: გამოსახულების, სიჩუმის, ბგერების, მოქმედებისა და ქცევის საშუალებით ადამიანებისთვის ადამიანების ჩვენება და თანამონაწილეობის განცდის დაჭერა და გადმოცემა. გარდა ამისა, წინამდებარე გამოცემაში პრაქტიკოსი პროფესიონალების თვალსაწიერიდან ვისაუბრებთ აგრეთვე იმაზედაც, თუ როგორ შეიძლება იმავე მიზნების მიღწევა, როდესაც ადამიანი მუშაობს მარტო, როგორც თვითკმარი ვიზუალური ჟურნალისტი, ვიზუალური მთხრობელი. ახალ გამოცემაში ნახავთ ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ მუშაობისას, როგორც ვიზუალურ მთხრობელს, მაშინაც კი, თუ ყველაფრის - გაშუქების, გადაღების, წერის, მონტაჟის - დამოუკიდებლად კეთება მოგიწევთ. ეს წიგნი ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სპეციალისტებსა და სტუდენტებს განუმარტავდა და მოასწავებდა ვიდეოკომუნიკაციის სფეროში მომხდარ და მოსახდენ სიახლეებს, უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სიახლეებს, რომლებსაც მეექვსე გამოცემაში შეხვდებით, მიეკუთვნება: • სრულებით ახალი თავი „ვიდეოჟურნალისტიკა: ერთი კაცის მოსაყოლი ამბავი”, რომლის ავტორია კორესპონდენტი და პროდიუსერი ჯონ ლარსონი. აქ ნახავთ საინტერესო მოსაზრებებს „მოლაშქრე” ჟურნალისტიკაზე. ჯონ ლარსონი ამზადებს მასალებს „საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახურის” გადაცემისთვის „საჭირო ამბები” (PBS Need to Know), წინათ კი გადაცემა „დეითლაინ ენ-ბი-სის” (Dateline NBC) კორესპონდენტად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც იგი ამ წიგნის წინა გამოცემაში ავტორთა კოლექტივს შეუერთდა, ლარსონმა საერთაშორისო „მოლაშქრის”, ანუ ვიდეოჟურნალისტის სახელი მოიხვეჭა. ამ გამოცემისთვის დაწერილ ახალ თავში იგი გვაწვდის საინტერესო, გამოცდილებაზე დამყარებულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ ვიზუალურ მთხრობლებს - დამწყებებსა და პროფესიონალებს - დახვეწონ ვიდეოგადაღების, წერის, მონტაჟისა და საბოლოო პროდუქტის მომზადების უნარები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. • არსებითად გადამუშავებული ტექსტი, რომლის მომზადებაშიც დიდი წვლილი შეიტანა ერთ-ერთმა თანაავტორმა, სატელევიზიო ქსელის შტატგარეშე ფოტოჟურნალისტმა ჯონ დეტარსიომ. იგი გვიხსნის, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს კამერის, მიკროფონის, ვიდეომონტაჟისა და განათების, როგორც თხრობის ინსტრუმენტების, გამოყენებით შექმნას მიმზიდველი და დასამახსოვრებელი ვიდეოისტორიები. იგი, ასევე, გვიყვება თავის რესპონდენტებთან მუშაობის მეთოდებზე, რომლებიც მათი ყველაზე მრავლისმეტყველი მოსაზრებებისა და საინტერესო ქცევის აღბეჭდვის საშუალებას აძლევს. • „ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების შესახებ კანონთან” დაკავშირებით განახლებული მე-14 თავი. ეს კანონი ეხება ყველას, ვინც იწერს და/ან ავრცელებს ციფრულ აუდიო და ვიდეო მასალებს პირადი მოხმარებისთვის, ტელევიზიით, ინტერნეტით - სოციალური ქსელების ან კომერციული ვებსაიტების მეშვეობით. • ვიდეოჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების მუშაობის ამსახველი ახალი ფოტომასალა. ყველა ფოტო წარმოაჩენს ვიზუალური თხრობის თანამედროვე მიდგომებსა და მასალის გავრცელების ტექნოლოგიებს. • გადამუშავებული მე-4 თავი საველე პირობებში გადაღების შესახებ, რომელშიც ნახავთ ახალ რჩევებს მუშაობის დაგეგმვასთან, კომპოზიციასთან, კამერის მოძრაობასა და ზუმირების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით. • გადამუშავებული მე-12 თავი, რომელიც თხრობის უნარის დახვეწას ეთმობა. აქ ისწავლით, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს კამერამ გაშუქების პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მაყურებელს თანაგანცდა გაუჩნდეს თქვენი თავგადასავლის მიმართ. „სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება და ტელეჟურნალისტიკა” მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნი; ეს სამი ადამიანის გამოვლილი ცხოვრება და გამოცდილებაა, ის მიგნებები და მიდგომები, რომლებსაც ავტორები გიზიარებენ. ჯამში, ამ წიგნში, რომლის წაკითხვაც სულ რამდენიმე კვირაში შეიძლება, მათ სწავლის ერთი საუკუნე ჩადეს. რაც მთავარია, ეს წიგნი, როგორც პროფესიული ცნობარი, კიდევ მრავალ წელს გამოგადგებათ. ერთია რამის უბრალოდ ცოდნა და წარმოდგენის ქონა და სულ სხვაა ამ ცოდნის ღრმად გააზრება, განვითარება და ცვალებად გარმოებებში გამოყენება. ამ წიგნიდან ისწავლით ჟურნალისტური ოსტატობის მიღწევის გზებს, რომლებიც დრომ გამოცადა და რომლებსაც ფასი მუდმივად ცვალებადი ტექნოლოგიის პირობებშიც არ დაუკარგავს; ისწავლით, თუ როგორ შეიტანოთ თქვენს მუშაობაში მეტი სიახლე და შემოქმედება, როდის დაფიქრდეთ და როგორ დაგეგმოთ ისეთი ამბები, რომლებსაც თქვენს მეტი ვერავინ მოიფიქრებდა, თუნდაც ყველანი ერთსა და იმავე შემთხვევას აშუქებდეთ. ასე თქვენს კონკურენტებზე დიდ უპირატესობას მოიპოვებთ, თუ ოდესმე მათთან სამსახურისთვის ბრძოლა დაგჭირდებათ, რადგან მათ არ ექნებათ ის ცოდნა და საქმის ერთგულება, რომელიც მათ ნამუშევარს უნიკალურობას შესძენდა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წიგნის ავტორები გაგიძღვებიან. დასასრულ, თქვენ შეიძენთ ნაშრომს, რომელიც გაგარკვევთ „მოლაშქრე“ ჟურნალისტიკის სპეციფიკაში, რომელშიც ვიზუალური ჟურნალისტი, იგივე „მთხრობელი“, მთელ საქმეს მარტო აკეთებს: აშუქებს, იღებს, წერს, ამონტაჟებს. ეს წიგნი მოწოდებულია საიმისოდ, რომ იქცეთ სრულებით განსაკუთრებულ ადამიანად - ვიზუალურ მთხრობლად - და არა უბრალოდ ფოტოჟურნალისტად ან რეპორტიორად. ყველა, ვისაც კამერა აქვს, ფოტოგრაფი და ოპერატორია; ყველა, ვისაც მიკროფონი უჭირავს, რეპორტიორია. დღეს თითქოს ყველას აქვს კამერა და ყველა რაღაცას იღებს და აშუქებს ამბებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ცოტა თუ ყალიბდება ვიზუალურ მთხრობლად. დამატებითი უნარები და ციფრული „ენების“ ცოდნაც დაგჭირდებათ, თუკი პროფესიონალურ კარიერად ვიზუალური თხრობისა და ჟურნალისტიკის არჩევა განგიზრახავთ. მარტივად რომ ვთქვათ, კომუნიკაციის ორი სახის დახვეწა მოგიწევთ: გამოსახულებისა და ბგერის, რომელშიც ზეპირი მეტყველებაც იგულისხმება და რა მარტივადაც უნდა ჟღერდეს, ეს ასე არ არის. თქვენს ვიზუალურ მასალაში უნდა იკითხებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შინაარსი; განათებით აღორძინების ეპოქის ოსტატთა დარი შუქჩრდილი უნდა მოჰფინოთ თქვენს ციფრულ ტილოს; თანმხლები ბგერა გამოსახულების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს _ ჩვენ ხომ „ყურებითაც“ ვხედავთ; ნაწერში მხოლოდ ენამოსწრებულობა კი არა, ვიზუალური მასმედიის ყველა გამომსახველობითი საშუალება უნდა ჩააქსოვოთ. თხრობა ხელოვნებაა, რომელსაც სწავლა სჭირდება, რადგან მხოლოდ ოსტატურად შესრულებული, ორიგინალური, საინტერესო და აქტუალური მასალა მიიპყრობს, მით უმეტეს დიდი ხნით, ციფრული ეკრანების მომხმარებლების - თქვენი კლიენტების, თქვენი მაყურებლების - ყურადღებას. ციფრული ვიზუალური მასმედიის „ენათა“ ცოდნა და ოსტატობის იდეალთა ერთგულება - ესაა ხანგრძლივი, შემოსავლიანი და სასიამოვნო კარიერის საწინდარი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-99940-50-72-7
სათაური:
სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება და ტელეჟურნალისტიკა. ვიზუალური თხრობის გზამკვლევი
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2014
მთარგმნელი:
ლაშა გველესაიანი
გვერდები:
341
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
10949
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [12]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]