მტვერი
#დაბადება
გამარჯობა. ჩემი პირველი დაბადება არ მახსოვს, მაგრამ მოდი ბოლოდან დავიწყოთ. თავიდან იყო სიბნელე, გაურკვევლობა და უცოდინრობა იმის, თუ სად ვიყავი. უცოდინრობა, ესე იგი შიში. ნაჩვევი შიში. მაშინ არ ვიცოდი რატომ ვიყავი ამ შიშს შეჩვეული. ალბათ არც მინდოდა იქ გაჩერება, მაგრამ რაღაც ფაქტი იყო, რომ მაკავებდა და მიბათილებდა ამ გრძნობას. რაღაც უხილავი. თითქოს კანონივით დაწერილი. ვიცოდი უნდა მომეცადა. ყველგან ყოფნისას სწავლობ რაიმეს და ალბათ ამ ცოდნის და ახალი გამოცდილების მიღების მალული სურვილი მაძლებინებდა. სურვილი მომავალი თავისუფლების და წარსული ამოცანების.
ეს ახალი დაბადება იყო. როგორც წესი ამ დროში, ცხრა თვეში. (როგორც ხალხი დასათვლელად იყენებს) ძველი მოგონებებისგან განთავისუფლება ხდება და ჩვენ ახალი ცნობიერით გვაგზავნიან ახალ სახლებში. ძირითადად წარსულიდან არაფერი არ ახსოვთ ხოლმე და არც მერე ახსენდებათ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა.
თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. დიდი ხნის ხელფეხშეკრული ლოდინის შემდეგ დაბადების დრო მოვიდა. გაზაფხული იყო. ახალი გათენებული დღე და ახალი სიცოცხლე მოვევლინე ახალ ცხოვრებაში. სხვა ჩვილებისგან განსხვავებით თვალებ გახელილი დავიბადე. ალბათ აქაც მეტყობა, რომ ჩემი საქმე უცნაურად წავიდოდა.
რაღაც მაკვირდება და იძახის:
- ბიჭია. ჯამრთელი.
მოგვიანებით გავიგე რომ ეს ადამიანი იყო და მეც დაახლოებით მსგავსი არსება გავიზრდებოდი. გაოცებული არ დავრჩენილვარ დაბადებით. უფრო შვება იყო. ხელ-ფეხი ჩემს გემოზე გავშალე და სასიამოვნოდ გავიჭიმე. ჰომ გქონიათ მომენტი, ახალ გაღვიძებულზე რომ იზმორებით, ძვლები თითქოს შორდება ერთმანეთს და ხერხემალი ნაწილებად იშლება, ასეთი შეგრძნება იყო. თითქოს მალები დამიგრძელდა და უკვე გავიზარდე. შემდეგ ის "კაბელი" ჩაჭრეს, რომელიც ჩემს მშობელთან მაკავშირებდა. ერთი სიტყვით ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. ხელიდან ხელში გადავდიოდიოლიმპიური ცეცხლივით. ყველა მეფერებოდა და მაკვირდებოდა.
როდესაც სახლში მივედით. იქ გავიგე, რომ პირველი ბავშვი არ ვყოფილვარ ოჯახში. ჩემს უფროს ძმას დიდად არ მოვეწონე და დანახვისთანავე ტირილი მორთო. ასე გრძელდებოდა დიდ ხანს. გადიოდა დღეები და ნელნელა ვსწავლობდი გარემოს თვალით. თვალით იმიტომ რომ, ისევ ხელფეხშეკრული ვიყავი ხის საგანზე გადაკოჭილი, რომელსაც აკვანს უძახდნენ და მეტის საშუალება არმეძლეოდა. სხვათაშორის მალე ვითვისებდი ყველაფერს. პატარა ვიყავი, მაგრამ დაბადების წამიდან დიდი ამბიციები მქონდა.
ყველაფერს და ყველას ვეჩვეოდი და ყველაც მეჩვეოდა. ჩემი ძმის გარდა. ჩემი მიყვანის დღიდან არ გაჩერებულა. მამაჩემი კი თურმე ძალიან ნერვიული ხდებოდა როცა საქმე მის პირველ შვილს ეხებოდა, რაც მანამდე შემჩნეული არმქონდა. ჩემი ძმა ისე უყვარდა მისთვის ყველაფერს გააკეთებდა. დაუფიქრებლად ისეთ სისასტიკეს ჩაიდენდა რომ თვითონ უხდებოდა ხოლმე სანანებელი.
დიდხანს უყურა ჩვენს ურთიერთობას და როგორი დაუჯერებელიც არუნდაიყოს ჩემი მოშორება გადაწყვიტა. ჩვენი სახლის გვერდით კლდე იყო. ძველი მაღაროსგან ჩანგრეული და ქვევით ხრიოკი ქვები ეყარა. ჩემს უბრალოდ გაშვილებას ამ კლდიდან გადაგდება ამჯობინა. მაქსიმალისტი იყო ყოველთვის. "ან ყველაფერი ან არაფერი". ეს ხუმრობით და კლდესთან უკვე მიყვანილი ვყავდი, როცა მოხუცი ქალი გამოჩნდა ჩემს მაშველად. ეს ბებიაჩემი იყო.
- რას აკეთებ?! ისიც შენი შვილია. ჭკუას მოუხმე და ერთხელ მაინც მოიქეცი ლოგიკურად. გაიზრდებიან და ისწავლიან ერთად ცხოვრებას. სულ გაგიჟებულხარ!
დიდი დრო არ დაჭირვებია მამაჩემის გადარწმუნებას და გადავრჩი კიდეც. მაგრამ მაშინ არ დავფიქრებულვარ, ასე რომ ცხოვრებას დაიწყებ, მერე რა გაგრძელება ექნება? თითქოს განგება თავიდანვე მეთამაშებოდა და არსებობაბარ არსებობის საკითხი ეჭვქვეშ იყო.
ეს მომენტი იყო პირველი, როდესაც ადამიანში რაღაც დადებითი დავინახე და ბებიაჩემიც ხედავდა ჩემში რაღაც განსაკუთრებულს. ამ დღის შემდეგ ჩემს ახალ სიცოცხლეს ცოტა ხნით სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ხდება ხოლმე.
გადიოდა დღეები, თვეები და რამოდენიმე წელმაც მოასწრო გავლა. ვიზრდებოდი და ვსწავლობდი. ვეჩვეოდი. თავიდან სოფელში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. მამაჩემი დედაქალაქში იყო და დროდადრო ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. მე და ჩემ ძმას დედა, დეიდა და ბებია გვზრდიდა. ბებიაჩემი ნაღვლიანი ქალი იყო და სულ შავებს ატარებდა. ახალგაზრდა 14 წლის შვილი ყავდა დაღუპული. ალბათ ამიტომ იცოდა ფასი შვილის და მამაჩემისგან განსხვავებით კლდეზე გადასაგდებად ვერ იმეტებდა. ქმარიც საზღვარგარეთ წავიდა შვილის სიკვდილის შემდეგ და აღარ დაბრუნებულა. თვითონაც მძიმე ბავშვობა ქონდა გამოვლილი. მის სახეზე ღიმილს იშვიათად თუ დავინახავდი და თუ იღიმოდა, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით ანდაც ზრდილობის გამო. არ უნდოდა ყოველთვის დაღვრემილს ეყურებინათ მისთვის და